30
Aug
2016

რომპეტროლ საქართველოს მენეჯმენტმა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა

30 Aug 2016

ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერმა კომპანია რომპეტროლმა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვება მიულოცა. ამასთან დაკავშრებით პრესკონფერენცია თბილისი მერიოტში გაიმართა. შეხვედრას ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომაგდენლები და რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

რომპეტროლ საქართველო, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს, მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.

cover

„რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანებს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ  გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“ –  განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა კაირატ კაბილოვმა და ოლიმპიელებს საჩუქრად საწვავის დეპოზიტით Fill&Go-ს ბარათები გადასცა.

“მისასალმებელია, რომ რომპეტროლის მხარდაჭერის შედეგად,  ძალოსნობის სპორტის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან საამაყოა, როდესაც ოლიმპიადის პედესტალზე ორი ქართველი სპორტსმენი დგას.  ესაა დაუღალავი შრომის შედეგი და გვიხარია რომ ამაში თქვენი კომპანიაც იყო ჩართული.  მოხარული ვარ, რომ გარკვეულ ტრადიციად იქცა კერძო კომპანიების მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა. ბიზნესის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას. როდესაც ჩვენი სპორტსმენები წარმატებას აღწევენ, თანამშრომლობა უფრო საინტერესო ხდება. კომპანიების მხარდაჭერა უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს რომ იყვნენ წარმატებულები, დიდი მადლობა ყველა კომპანიას, და რომპეტროლს რომელიც ქართული სპორტის განვითარებაშია ჩართული.”- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

coverr

„მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას და ჩვენს მეგობრებს ყაზახეთიდან. „რომპეტროლთან“ თანამშრომლობოთ დაიწყო განვითარების სერიოზული პროცესები და ეს პროცესები გრძელდება. „როპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნა და საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში მენეჯმენტის დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი სამწვრთნელო სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების და საერთაშორისო არენაზე ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ბატონებს კაირატ კაბილოვს, კონსტანტინ პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა კახი კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

2016 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, და მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა,  მან ატაცში 215კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა.  ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ KMG International-ი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი.

ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG Internetional-ი რომპეტროლი უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო მიმდინარე წელს საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ევროპული ხარისხის EURO 5 საწვავის შემომტან კომპანიას. რომპეტროლ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს ახალ კონცეფციას  და პრემიუმ კლასის დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის. სადაც გაერთიანებულია მომხმარებლების საჭიროებები და საუკეთესო ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი, უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.

KMG International-ი წარმოადგენს  ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 7 000 თანამშრომელი 12 ქვეყანაში.  2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ, კომპანია გახდა პლატფორმა ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში – Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას პლოიეცში და ერთადერთ პოლიმერების საწარმოს. ჯგუფის საცალი ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში.

[R]

განხილვა