ფეხბურთის ყურებას განსაკუთრებით საინტერესოსა და ამაღელვებელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდის: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ირგვლივ მეგობრები, შემდეგ მოდის ფავორიტი გუნდის თამაში, აქვეა საყვარელი ფეხბურთელის ფაქტორიც და ბოლოს, სრული სიამოვნებისთვის, განსაკუთრებული ლუდი. Heineken-მა საზოგადოებას ყველა ეს მომენტი ახალი სარეკლამო კამპანიით შეახსენა, რომლის შექმნაზეც მასთან ერთად სააგენტო Publicis-მა იმუშავა. #ShareTheDrama-ს ფარგლებში, ბრენდმა სამი ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა, რომლებშიც მონაწილეობას არც მეტი, არც ნაკლები რონალდინიო, არანაკლებ ლეგენდარული რუდ ვან ნისტელროი და იერჟი დუდეკი იღებენ. გამორჩეულმა ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ აგვიჩქარეს გულის მათი მოძრაობებით, მანევრირებითა თუ გოლის გატანის საოცარი ტექნიკით, Heineken-მა კი ისევ დაგვარწმუნა რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის ყურებას კარგი ლუდის თანხლებით.