2 ნოემბერს, Ronny’s Pizza, ჭავჭავაძის გამზირზე (ჭავჭავაძის #7), ახალ ფილიალს ხსნის. კომპანიის წარმომადგენლები ემი და ერიკ ბინდერები აცხადებენ, რომ მათთვის ორი რამ არის მთავარი: ჰქონდეთ კარგი პიცა და მომხმარებლებს ისეთი კომფორტული გარემო შეუქმნან, სადაც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ისინი დროს სიამოვნებით გაატარებენ.
„ახალ ფილიალში მაგიდები იქნება არა მარტო შიდა, არამედ გარე სივრცეშიც. ასევე გვექნება დიდი სამზარეულო და უფრო კომფორტული სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის. მათი კმაყოფილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დევიზია „რონი ცხოვრებას უკეთესს ხდის”, ახალი ლოკაცია ამის დასტურია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ზუსტად პიცერიის მოპირდაპირე მხარეს ავტობუსების გაჩერებაა, რაც მომხმარებლებს ჩვენთან მოსვლას კიდევ გაუმარტივებს“- ამბობენ ისინი.

„რონის პიცა“ თბილისში 2009 წელს გაიხსნა. ეს იყო პატარა, 44 მ2-იანი პიცერია, საბურთალოზე. მისი დამფუძნებლები ერიკ და ემი ბინდერები არიან – ამერიკული ოჯახი, რომლებმაც პირველად შემოიტანეს თბილისში ნამდვილი ამერიკული პიცა. დღეს კი, ქალაქში, Ronny’s Pizza-ს 4 ფილიალია: საბურთალოზე, ვაკეში, გლდანსა და დიდ დიღომში.
„მიწოდების სერვისი თავიდანვე გვქონდა, ახლა კი ადგილზეც შეგიძლიათ დაგემოვნება. გვესტუმრეთ, არ ინანებთ. ჩვენ ამერიკული სტილის პიცა გვაქვს, რომელშიც მაღალი ხარისხის ყველსა და სხვადასხვა სახის ტოპინგს ვიყენებთ. არჩევანი თქვენზეა. მუდამ ვცდილობთ, განვითარებას, მომხმარებლებისგან კი უკუკავშირს ველით. გვეწვიეთ ახალ ფილიალში და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა მოგწონთ და რა – არა“- აბობენ ემი და ერიკ ბინდერები.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – „რონის პიცა“, მომხმარებელს, 2-5 ნოემბრამდე, სხვადასხვა პიცაზე, 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
„ვაკეში მალე ჩვენი პრომო გოგონებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ფლაერებს დაარიგებენ – აუცილებლად გამოართვით, რადგან თუ ამ ფლაერს ჩვენს მოლარეს წარუდგენთ, უფასო ორცხობილებს მიიღებთ. აქამდე ჩვენს ინტერიერში კედლებზე მომხმარებლები წერდნენ/ხატავდნენ, ახალ ფილიალში კი სტრიტ არტისტების ნახატები დაგხვდებათ. რაც მთავარია – ყველას, ვინც გვესტუმრება, „მობილურის“ ნომრებს გამოვართმევთ. მომდევნო დღეების განმავლობაში, ლატარეას პრინციპით, გამოვავლენთ გამარჯვებულებს, რომლებსაც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, „ლაივში“ გამოვაცხადებთ და მათ 50 ან 100-ლარიანი ვაუჩერებით გადავცემთ“.
[R]













