24
Oct
2017

კუნძულ ბალის საოცრებებით შთაგონებული მუსიკა – Marriott-ის ორიგინალური ტურისტული კამპანია

24 Oct 2017

Elit Electronics


კუნძულ ბალის არაერთი ადამიანისთვის საოცნებო დასასვენებელ, თუ მოსანახულებელ ტერიტორიათა სიაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. Marriott-მა ამ ისედაც განსაკუთრებული კუნძულის კიდევ უფრო განსხვავებული, მრავალფეროვანი კუთხით წარმოდგენა გადაწყვიტა და ამისთვის ორიგინალური სარეკლამო კამპანიაც შექმნა. ბრენდმა იდეის განხორციელებაში დახმარება სააგენტო Grey-სა და DJ Dipha Barus-ს სთხოვა. მუსიკოსს კომპანიამ ბალით შთაგონებული Track-ის შექმნა, ხოლო Grey-ს კი მისთვის შესაფერისი ვიდეორგოლის მომზადება დაავალა. საბოლოო ჯამში, მთლიანი პროექტი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა და მაყურებელიც, რომელიც Marriott-ის ვიდეორგოლს უყურებს, სრულიად განსხვავებულ და კიდევ უფრო მიმზიდველ ბალის კუნძულს აღმოაჩენს.

 

განხილვა