ამერიკელმა იუთუბერებმა და ინჟინრებმა – პიტერ სრიპოლმა, უილიამ ოსმანთან ერთად, მფრინავი მტვერსასრუტი შექმნა. მართალია, მოწყობილობა ჯერ კიდევ კონცეპტია, თუმცა, ინჟინრები ამ იდეის კომერციალიზაციაზე ფიქრობენ.
მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში, რობოტი მტვერსასრუტების გამოყენება სახლის დალაგების პრაქტიკის ნაწილად იქცა, მათი გამოჩენა სახლებში არავის უკვირს, თუმცა, ეს მოწყობილობები სახლებში მთავარ დაბრკოლებას აწყდებიან – კიბეებს. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, გამომგონებლებმა მტვერსასრუტს ელემენტი და სამი პროპელერი მიამაგრეს. ტექნიკა, რომელიც მტვერსასრუტის მფრინავ მტვერსასრუტად გარდასაქმნელად შეიძინეს, დაახლოებით, 200 დოლარი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ რობოტი კიბეებზე ავტომატურად ვერ დაფრინავს (ჯერ), ის უნდა მართოს პილოტმა.