in

რატომაა კონტეინერი-სასტუმროები ქართული სასტუმრო ბიზნესისთვის მოგებიანი ინვესტიცია

თანამედროვე არქიტექტურაში აქტიურად იკიდებს ფეხს განსხვავებული ალტერნატივები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია საზღვაო კონტეინერებით შექმნილი სახლებია. შედარებით მცირე წონის, თუმცა მაღალი გამძლეობისა და კოროზიისადმი მედეგობის გამო, ამ ტიპის მასალით შენება მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. კონტეინერებით მობილური საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროს ნომრების შენება საინტერესოა ბიზნესის თვალსაზრისითაც. ამ მიმართულებით, პერსპექტივა ირაკლი და არჩილ ლურსმანაშვილებმა რამდენიმე წლის წინ დაინახეს. არქიტექტურაში 25 წელზე მეტი გამოცდილება, 12 წელზე მეტი კი – ფინანსებსა და კომერციულ სფეროში დაეხმარათ საზღვაო კონტეინერები მაქსიმალურად კომფორტულ საცხოვრებელ და დასასვენებელ გარემოდ ექციათ. RoomBox უკვე ორ წელიწადზე მეტია ოპერირებს და საცხოვრებელი სახლების მსურველების გარდა, კონტეინერებით ნაშენი სახლები სასტუმრო ბიზნესისთვისაც საინტერესო ინვესტიციად აქციეს.

M: როგორია RoomBox-თან თანამშრომლობის პირობები?

მომხმარებლებს ვთავაზობთ 8 სხვადასხვა ტიპის მოდულს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება დანიშნულებით და დაგეგმარებით. მიუხედავად ტიპური მოდულებისა, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლების მოთხოვნები და საჭიროებები.

მომხმარებლების კომფორტისთვის მოდულეს ვაბარებთ სრულად მოწყობილის (turn-key) მდგომარეობაში, რაც რემონტთან ერთად მოიცავს მოდულის სრულ დაკომპლექტებას ავეჯითა და ტექნიკით. კონსტრუქცია საკმაოდ მყარია. ეს საშუალებას გვაძლევს, მომხარებელს მოდულის კარკასზე 30 წლიანი გარანტია შევთავაზოთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოდულები მომხმარებლებს შეკვეთიდან ორ თვე-ნახევარში ბარდება. 

გადახდის პირობები მოქნილია – გადახდა ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი ბანკის დისტანციური სამომხმარებლო სესხით და ჩვენი მოდულების შესაძენად საჭირო თანხის 70%-მდე მოცულობა მოითხოვონ.

M: როგორ იგეგმება რუმბოქსის შექმნა, დამკვეთთან ერთად?

პირველ ეტაპზე, დამკვეთს ვაჩვენებთ ჩვენ მიერ შესრულებულ ნამუშევრებსა და სამუშაო პროცესს. როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის მშენებლობაში, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთს ესმოდეს, თუ როგორ არის შესრულებული ე.წ. „დაფარული სამუშაოები“ (ელექტრო და წყალ გაყვანილობის ქსელი, დათბუნება, და ა.შ.

ამის შემდეგ, ვცდილობთ, გავიგოთ, მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნები და საჭიროებები, რომ შევურჩიოთ შესაბამისი ტიპის მოდული და შევთავაზოთ სასურველი მოდიფიკაციები. საბოლოო შეთანხმების შემდეგ, იწყება მოდულის დამზადებაზე მუშაობა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?

საცალო სამომხმარებლო ბაზარზე ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის თანამედროვე ადამიანი, ან ოჯახი, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს საკუთარი სახლი ან აგარაკი, რომ ისიამოვნოს ბუნებასთან სიახლოვით. ჩვენი მომხმარებლები აფასებენ დროსა და კომფორტს, ამიტომ ურჩევნიათ, არ გადადონ ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობა და მოკლე დროში აისრულონ ეს ოცნება.

B2B ბაზარზე ჩვენი სამიზნე სეგმენტი არის მცირე ზომის სასტუმროები, რომლებსაც გაფართოება ან ახალი ტერიტორიის ათვისება უნდათ. ასევე ის სტარტაპები, რომლებიც სასტუმრო ბიზნესში გეგმავენ შესვლას.

ამ მიმართულებით ჩვენი მოდულები უძრავ ქონებაში ინვესტირების მსურველებისთვისაც საინტერესო ალტერნატივაა.

M: რითაა საინტერესო B2B თვალსაზრისით? ასევე, მათთვის, ვისაც სასტუმრო ბიზნესისთვის აინტერესებს რუმბოქსი?

სასტუმრო ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სასტუმროს ლოკაცია. შესაბამისად, არასწორად შერჩეული ლოკაცია საკმაოდ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს ინვესტორისთვის. რკინა-ბეტონით აშენებული სასტუმროს შემთხვევაში ლოკაციის შეცვლა უზარმაზარ დანაკარგებთან არის დაკავშირებული (ხშირ შემთხვევაში, ლოკაციის შეცვლა შეუძლებელიცაა).

რუმბოქსის მოდულების შემთხვევაში ეს რისკი მოხსნილია – ჩვენი მოდულები სრულად მობილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოკაციის შეცვლა მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. არასწორად შერჩეული ლოკაციის გარდა, შესაძლებელია ჩვენი მოდულების რამდენიმე ლოკაციაზე განთავსება სეზონურობის მიხედვით (მაგ.: ზამთარში – მთასა და ზაფხულში – ზღვისპირეთში). ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა ამ ბიზნესში.

რუმბქოსის ინტერესი ამ ეტაპზე არის ცნობადობის გაზრდა ამ მიმართულებით. ჩვენ გვსურს, მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ მცირე ზომის აგარაკსა თუ სახლში დროის გატარება ისევე კომფორტული და სასიამოვნო შეიძლება იყოს, როგორც დიდი ზომის სახლში. თან, ეს კომფორტი შედარებით ნაკლები ინვესტიციისა და დროის ხარჯზე არის შესაძლებელი.

B2B დამკვეთისთვის ამ მიმართულებით გაკეთებული ინვესტიცია საკმაოდ მოგებიანია. სწორად გათვლილი და დაგეგმილი პროცესების შემთხვევაში, ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება 4-5 წელიწადში არის შესაძლებელი.

M: რამდენად კონკურენტუნარიანია რუმბოქსი, არსებული უძრავი ქონების ბაზრის გათვალისწინებით?

ჩვენ ვცდილობთ კონკურენტულები ვიყოთ ჩვენი მოდულების ხარისხით და წარმატებით ვასრულებთ ამ მისიას. ამ ეტაპზე ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი კომპანიები, რომლებიც დაბალ ფასად სთავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ პროდუქტებს, თუმცა გრძელ ვადაში მსგავსი პროდუქტი უფრო ძვირი ჯდება ხშირი შეკეთებისა და ნაკლები ენერგო-ეფექტურობის გამო.

M: როგორია რუმბოქსისდაფარვის ზონა“?

ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვასრულებთ შეკვეთებს, თუმცა გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ ახლო მომავალში ჩვენი მოდულების ექსპორტზე გატანაც დავიწყოთ.

M: რატომ უნდა აირჩიონ რუმბოქსი, სხვა საცხოვრებელ ალტერნატივებს შორის?

მისი უპირატესობების გამო, რაც გულისხმობს მოდულების მობილურობასა და გამძლეობას, დამზადების უმოკლეს დროს. ჩვენი დამკვეთებისთვის დრო და კომფორტი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

WhatsApp-ში გაგზავნილი ფოტოები ერთხელ ნახვის შემდეგ გაქრება

ჩამოსხმული წყალი 3.500-ჯერ საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე – ონკანის