25
Apr
2019

ზაფხულში, კურორტ კოხტა მიტარბში ახალი “Rooms Hotel” იხსნება

25 Apr 2019

სასტუმრო “Rooms Kokhta”, რომელიც კურორტ „კოხტა მიტარბიში“ მდებარეობს, პირველ დამსვენებლებს, 2019 წლის ზაფხულის ბოლოს მიიღებს. პროექტი „აჭარა ჯგუფის“ მიერ შექმნილი ქართული ბრენდის – “Rooms Hotels”-ის ქსელის ნაწილია.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მთის კურორტებზე დასვენების მოყვარულთათვის შექმნილი სასტუმრო ენერგო ეფექტური იქნება. მათი თქმით,  “Rooms Kokhta” თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინერული კონცეფციით შეიქმნება და გააერთიანებს: 

  • 95 ნომერს და 70 აპარტამენტს;
  • საკონფერენციო დარბაზს;
  • რესტორანს;
  • ლაუნჯ ბარს;
  • ტერასას, 360 გრადუსიანი ხედით; 
  • საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და  დამსვენებელთა მოთხოვნაზე მორგებულ სხვა სერვისებს;

„ამ პროექტის განხორციელებით, საქართველო მსოფლიოში წამყვანი სამთო – სათხილამურო კურორტების სტანდარტებს უფრო მიუახლოვდება“, – ამბობს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია

სასტუმრო “Rooms Kokhta” კომპანია „ახალი მიტარბის“ და „აჭარა ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას „თიბისი ბანკი“ და “EBRD” უწევს.

განხილვა