in

როზალინდ ფრანკლინი და დნმ სამყაროს ახალი ერა

მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი, მოგეხსენებათ, ნამდვილად არ არის ის წლები, როცა მეცნიერ ქალებს ტაშისკვრით ესალმებოდნენ და ყველა კარს უღებდნენ. ჩვენ დღესაც კი როცა ვსაუბრობთ ქალების როლის გაძლიერებაზე მეცნიერებასა თუ ტექნოლოგიებში და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მაშინ. თუმცა როგორც ახლა, რა თქმა უნდა, ადრეც იყვნენ მიზანდასახული და მებრძოლი გოგონები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, რისთვის მოევლინენ ქვეყნიერებას და რა უნდა გამხდარიყო მათი მთავარი საქმე. ეს ისტორიაც ასეთ გოგონას ეხება…

როზალინდ ფრანკლინი

მისი სრული სახელი როზალინდ ელის ფრანკლინია. ის ლონდონში, ინგლისში დაიბადა, შეძლებულ ოჯახში. ფრანკლინის მამას მეცნიერობა სურდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა და კოლეჯის მასწავლებელი გახდა. 

15 წლის როზალინდმა უკვე იცოდა, რომ ისიც მეცნიერებაზე იყო შეყვარებული და მუხედავად იმისა, რომ მამა ამაში ეწინააღმდეგებოდა, თავის ოცნებაზე უარი არ უთქვამს. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ის კემბრიჯის უნივერსიტეტში ქიმიის შესასწავლად შევიდა, სადაც მიიღო სტიპენდია ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტზე კვლევის ჩასატარებლად, თუმცა ადამიანთა ცხოვრება ხომ ფილმს ჰგავს ხოლმე. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, როზალინდი იძულებული გახდა ქვანახშირის კვლევის ასოციაციაში ემუშავა. 

როზალინდს თავისი მთავარი ინტერესები არ დავიწყებია და მან გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, რომლითაც მოხიბლა ფრანგი მკვლევარი მარსელ მატიუ. მატიუმ როზალინდს პარიზში გამგზავრება და მუშაობა შესთავაზა, სადაც მან რენტგენის დიფრაქციის ტექნიკა შეისწავლა. 

მოგვიანებით, 1951 წელს, როდესაც როზალინდი ლონდონის კინგსის კოლეჯის ბიოფიზიკურ ლაბორატორიას როგორც მკვლევარი შეუერთდა, რენტგენის დიფრაქციული მეთოდები დნმის შესასწავლად გამოიყენა. მაშინ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი დნმის ქიმიური შემადგენლობისა და სტრუქტურის შესახებ. როზალინდს დიდი დრო არ დასჭირვებია იმის აღმოსაჩენად, რომ დნმ-ს აქვს სიმკვრივე და მოლეკულა ხვეული კონფორმაციით არსებობს. მისმა შრომამ შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ჯეიმს უოტსონს და ფრენსის კრიკს, რომ დნმ-ის სტრუქტურა არის ორმაგი სპირალის პოლიმერი, რომელიც შედგება ორი დნმ-ის ჯაჭვისგან. 

იმის მიუხედავად, რომ ფრანკლინის მიღწევები დიდი იყო როგორც ქვანახშირის ქიმიაში, ასევე ვირუსის სტრუქტურის კვლევაში, განსაკუთრებული ცნობადობა სწორედ დნმ-ის კვლევით მოიპოვა. მან აღმოაჩინა ქრომოსომის შემადგენელი ნაწილი, რაც ემსახურება გენეტიკური ინფორმაციის დაშიფვრას. 

სიცოცხლის განმავლობაში როზალინდს ბევრი მტერი ჰყავდა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანების შემთხვევაში, ის მას მერე უფრო დააფასეს, როცა გარდაიცვალა. როზალინდის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმები და მასზე არაერთი სტატიაა დაწერილი.

გარდა ამისა, აშშ-ში დღეს ფუნქციონირებს როზალინდ ფრანკლინის სახელობის უნივერსიტეტი, რომლის მისიაც როზალინდის მემკვიდრეობის ინოვაციური მეთოდებით გაგრძელებაა. უნივერსიტეტს არაერთი პროგრამა აქვს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, მისი სტრატეგიების დაგეგმვასა და ცნობადობის გაზრდას ასწავლის.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, „რედისონის” მე-18 სართულზე გენეტიკური ტესტირებისა და პერსონალიზებული ჯანმრთელობის/ველნეს ცენტრი მდებარეობს, რომელიც როზალინდ ფრანკლინის სახელს ატარებს. გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო, მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელიც გენეტიკურ კვლევებზე მუშაობს და დნმ-ზე დაფუძნებული პრევენციული და პერსონალიზებული მედიცინის კონცეფციას ავითარებს. ცენტრში ინოვაციურ გენომიურ ტექნოლოგიას იყენებენ, რითაც საზოგადოებაში საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების კულტურას ნერგავენ.

[R]

დღეს ბრენდებს კრეატივი და მრავალფეროვანი გუნდები სჭირდებათ

როგორ შეუძლიათ ბრენდებს BeReal-ის სწორად გამოყენება?