სუპერმარკეტში, საყიდლებისას, ისევ რიგში რატომ დგახართ? ქვის ხანა ხომ დიდი ხანია დამთავდა! ამ გზავნილით ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი Monoprix შოპინგის მოქნილ სისტემაზე საუბრობს. ორწუთიან რეკლამაში პრეისტორიული ხანის ადამიანებია ნაჩვენები, რომლებიც საკვების მისაღებად თავიანთ რიგს ელოდებიან. თუმცა, შესაძლოა სახალისო სიუჟტი ბევრისთვის იყოს ნაცნობი, როდესაც დიდ სუპერმარკეტებში, გრძელ რიგში მდგომნი ელოდებიან სალარომდე მიღწევას…