„ინოვაციური მედიკამენტის შექმნა არ არის საკმარისი, თუ ის ვერ მივა პაციენტამდე. ინოვაციური მედიკამენტი აღიარებულია მაშინ, თუ მას ვიყენებთ პაციენტების სამკურნალოდ“
ფარმაცევტული კომპანია „როში“ დაარსდა, 125 წლის წინ, შვეიცარიაში, ჰოფმანების ოჯახის მიერ. დაავადების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზების გაუმჯობესების ძიებაში საუკუნეზე მეტი გავიდა.
დღეს „როში“, როგორც მსოფლიოში უდიდესი ბიოტექნოლოგიური კომპანია ფარმაცევტულ და დიაგნოსტიკურ მიმართულებებს აერთიანებს. ამ ორი მიმართულების გაერთიანებამ კომპანიას საშუალება მისცა ყოფილიყო ფუძემდებელი პერსონალიზებული მედიცინისა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ და სწორედ ამ პაციენტისთვის შერჩეულ საჭირო მკურნალობს. კომპანიის მიზანია არა მხოლოდ შექმნას ინოვაციური პრეპარატები, არამედ გააუმჯობესოს ინოვაციურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა პაციენტებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ „როშის“ მიერ შექმნილი ოცდაათზე მეტი მედიკამენტი შეტანილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ესენციური მედიკამენტების ნუსხაში, მათ შორის, სიცოცხლის გადამრჩენი ანტიბიოტიკები, მალარიის საწინააღმდეგო და ონკოლოგიური პრეპარატები. მეთორმეტე წელია, დოუ ჯონსის მდგრადობის ინდექსებით (DJSI) „როში“ ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მდგრად კომპანიად არის აღიარებული.

ცნობისათვის, „როშის“ სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ბაზელში. იგი წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. 2020 წლის მონაცემით კომპანიაში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. ამავე წელს, კომპანიამ, კვლევებსა და განვითარებაში (R&D) 12.2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ინვესტიცია განახორციელა. ჯენეტეკი (Genetech), ამერიკის შეერთებულ შტატებში „როშის“ ჯგუფის წევრია. ამასთან, კომპანიის ძირითადი აქციონერია ჩუგაი ფარმასი (Chugai Pharmaceutical) იაპონიაში. მნიშვნელოვანია, რომ „ როშის“ მედიკამენტები რეალური ინოვაციაა ონკოლოგიის , იმუნოლოგიის, ინფექციური დაავადებების , ოფთალმოლოგიის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მიმართულებით. კომპანია ასევე წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს ინ ვიტრო და სიმსივნეების მოლეკულურ დონეზე დიაგნოსტირების დარგში, წამყვანი პოზიციები უჭირავს დიაბეტის მართვის კუთხით. უკანასკნელ წლებში, კომპანიამ ინვესტირება გააკეთა გენომური პროფილირებისა და რეალურ პრაქტიკაში მონაცემების შეგროვების მიმართულებით და ამ თვალსაზრისითაც გახდა ფარმაცევტული ინდუსტრიის ლიდერი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ინოვაციური მედიკამენტი ეს არის უნიკალური, ახალი მოლეკულა რომლის შექმნისთვის იმუშავა მეცნიერების ჯგუფმა, ჩატარდა უამრავი კვლევები რომელთა საფუძველზეც დადგინდა ამ მოლეკულის ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხარისხი.
კომპანიის ისტორიაზე, ინოვაციურ მიდგომებზე, განვლილ წლებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი:
„კომპანია მუდმივად ქმნის ინოვაციებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. 125 წლის განმავლობაში მრავალი ინოვაციური მედიკამენტი და სადიაგნოსტიკო ტესტი შეიქმნა, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მიდგომები მრავალი დაავადების მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში. 125 წელი არის სიცოცხლეზე ზრუნვის წლები. ამ წლების უკან მილიონობით პაციენტი და მათი ოჯახის წევრია, რომლებისთვისაც ინოვაციური მედიკამენტები და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები გადარჩენილ სიცოცხლეა. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე „როშის“ მედიკამენტები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდა და ამ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლობაც გაიხსნა. ეს იყო 25 წლის წინ.თავდაპირველად წარმომადგენლობაში რამდენიმე თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც ზრუნავდნენ ინოვაციურ მედიკამენტებზე ინფორმაცია და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის მიეწოდებინა. წლების განმავლობაში წარმომადგენლობა იზრდებოდა, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდიოდა და ინერგებოდა ჩვენ ბაზარზე. ინოვაციას აქვს თავისი ფასი, რომელიც იმ დროისთვის და ნაწილობრივ ახლაც ფინანსურად ხელმიუწვდომელია. ამიტომ ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ინოვაციური მედიკამენტების ფიზიკურ ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაა, არამედ სხვადასხვა პროგრამების დანერგვით გვინდა ფინანსურად ხელმისაწვდომიც გავხადოთ“.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი – შეაფასეთ როგორი იყო 25 წლის წინ და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?
მაკა ასათიანი: მოგეხსენებათ, 25 წლის წინ ქვეყანა როგორ რთულ მდგომარეობაში იყო. მათ შორის ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო. ექიმებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ მუშაობა და არსებობა. მედიკამენტების დეფიციტის ფონზე სამედიცინო ხარჯები სრულად პაციენტის დასაფარი იყო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ამოცანა და მიზანი ექიმების განათლებისთვის ხელშეწყობა იყო, კერძოდ, მიგვეწოდებინა სიახლეები, რაც მსოფლიოში ინერგებოდა, როგორც მკურნალობის, ასევე დიაგნოსტიკის მიმართულებით.
კონკურენცია 25 წლის წინ და კონკურენცია დღეს, როგორ უმკლავდებით?
კონკურენცია ყოველთვის იყო და იქნება. თუმცა ინოვაციებთან მიმართებაში კონკურენცია წინა წლებში ნაკლებად მწვავე იყო, რადგან ინოვაციური მედიკამენტების ანალოგების შექმნა დიდი დროსთან და ტექნოლოგიურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. 25 წლის წინ საქართველოს ბაზარი პირველად გაიხსნა გლობალური ფარმაცევტული კომპანიებისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ინტერესი ნელ-ნელა კლებულობდა და სამწუხარო ფაქტია, რომ ბევრმა კომპანიამ დატოვა ჩვენი ბაზარი. დაიხურა წარმომადგენლობები. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობდნენ გლობალური კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყანაში ექიმების სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე. ასეთი კომპანიები გამოირჩევიან მაღალი ეთიკური სტანდარტებითაც. ეს კი, მეტად მნიშვნელოვანია ჩვენ სფეროში.
მიმართულებების განვითარება, როგორ ხდება მისი განსაზღვრა საქართველოსთვის…
მოგეხსენებათ 21-ე საუკუნეში ინფორმაცია და სამედიცინო სიახლეებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. საკმარისია მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში გამოჩნდეს ინოვაციური მედიკამენტი რომ მასზე პაციენტს უმოკლეს დროში აქვს ინფორმაცია. ამიტომ, მკურნალობის ახალი მიდგომების დანერგვასთან ერთად ვზრუნავთ, რომ ჩვენი პაციენტისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. აქვე დავამატებ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მედიკამენტის ამერიკის ან ევროპის მარეგულირებლის აღიარების შემდეგ ჩვენთანაც 3-4 თვეში მოხდეს მედიკამენტის რეგისტრაცია. ეს ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი 12 ან მეტ თვეს გრძელდება. პაციენტის მკურნალობა კი, ვერ ითმენს.
ადვოკატირების კამპანიები, თქვენი კომპანია გამორჩევა ამ მიმართულებით, თანამშრომლობთ სამთავრობო უწყებებთან და ა.შ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მედიკამენტი იქმნება, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის?
ინოვაციური მედიკამენტი მხოლოდ მაშინ არის ღირებული თუ მას ვიყენებთ პაციენტების სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენი კომპანია ზრუნავს მოძებნოს სხვადასხვა თანამშრომლობის გზები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შევძლოთ ინოვაციური მედიკამენტის პაციენტამდე მიტანა. მსგავსი თანამშრომლობის მაგალითები მრავლად გვაქვს საქართველოშიც. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პაციენტთა ორგანიზაციებთან და ვეხმარებით მათ დაავადებების ცნობადობის გაზრდაში, მათი პრობლემების გამოვლენასა და აქტუალიზაციაში. საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით უამრავი წარმატებული პროექტის განხორციელება შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის შედეგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს ძუძუს კიბოს სახელმწიფო პროგრამა და ქალბატონებისთვის ძუძუს კიბოს დიაგნოზი განაჩენი აღარ არის. ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა!
[პარტნიორის კონტენტი]