in

რუსეთში „რუსული ინსტაგრამი“ Rossgram შექმნეს

veon
veon

ბოლო რამდენიმე დღეა, უამრავი უკმაყოფილო რუსი ბლოგერის ვიდეოს ვნახულობთ, თუ როგორ გაუჭირდებათ მათ Instagram-ის გარეშე. ისინი ტირიან და დაღუპული ადამიანების ფონზე აღნიშნავენ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეს პლატფორმა მათ ცხოვრებაში — „ეს ყველაფერია. ეს ჩემი ცხოვრებაა. ეს ჩემი სულია“. 

როგორც ჩანს, „მათ დასამშვიდებლად“, 2022 წლის 28 მარტიდან ქვეყანაში ინსტაგრამის რუსული ანალოგი ამოქმედდება, სახელწოდებით Rossgram. მისი ინსტალაცია შესაძლებელი იქნება როგორც ანდროიდ, ისე iOS მოწყობილობებზე და ვებგვერდის თანახმად, ყველა იმ ფუნქციონალით იქნება აღჭურვილი, რომელსაც Meta-ს აპლიკაცია სთავაზობს დანარჩენ სამყაროს.

ამასთანავე, თუ ვებგვერდის შემქმნელებს დავუჯერებთ, Rossgram აღჭურვილი იქნება დამატებითი მონეტიზაციის ინსტრუმენტებით — ფასიანი წვდომა კონტენტზე, ფონდების მოზიდვის ფუნქცია, რეფერალური პროგრამა და სხვა. პირველადი წვდომა უფასო იქნება საუკეთესო ბლოგერებისა და პარტნიორებისთვის (სპონსორები და ინვესტორები). რეგულარულ მომხმარებლებს კი აპლიკაციის გამოყენება მიმდინარე წლის აპრილიდან შეეძლებათ.

P.S. საინტერესოა, ახალ სოციალურ ქსელში 5+-ით გამოხატავენ მოწონებას თუ „გულით“? 

ნახეთ: 3D ტექნიკით შექმნილი ეტლი მოხუცი ძაღლებისთვის

ჯეიმს ვების ტელესკოპის ფოკუსში ერთი ვარსკვლავი მოექცა