in

თვალის წვეთები გადაღლილი თვალებისთვის – იაპონური კომპანია „როტო“ უკვე საქართველოშია

ტექნიკურმა პროგრესმა უამრავი სიკეთის გარდა მხედველობის პრობლემებიც მოგვიტანა. ოფთალმოლოგების აზრით, დედამიწის საერთო მოსახლეობის 50%-ს თვალებთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა აქვს და სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის, როგორ გადაჭრას იგი. ექიმები გვირჩევენ, ვიმუშავოთ ისეთ გარემოში, სადაც თვალების განტვირთვას სიმწვანეში გახედვით შევძლებთ, დავიცვათ 60-სანტიმეტრიანი დისტანცია მონიტორთან და კომპიუტერთან 4 საათზე მეტი არ გავატაროთ. სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებში ამ წესების გათვალისწინება თითქმის შეუძლებელია. როცა კომპიუტერთან მუშაობა თვალების გამოხატულ დაღლილობას იწვევს, საქმეში თვალის წვეთები ერთვებიან.

BOG
BOG

იაპონურ ბრენდ “როტოს” ხანგრძლივი ისტორია აქვს. ფარმაცევტული კომპანია 1899 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუშაობს საკუთარი პროდუქტების დახვეწაზე. “როტოს” თვალის წვეთები ძალიან პოპულარულია ამერიკის ბაზარზე. ახლა უკვე საქართველოშიც გამოჩნდა და მისი შეძენა ყველა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. საინტერესოა, რომ კომპანია ევროპის ბაზარზე შესვლას სწორედ საქართველოთი იწყებს.
“როტო” თვალის პრობლემებთან გასამკლავებლად ოთხ პროდუქტს გვთავაზობს:

როტო ჰიდრა თვალის სიმშრალის დროს გამოიყენება. ის ნატურალური ცრემლის შემადგენლობას აღადგენს და რქოვანას 8 საათის განმავლობაში ატენიანებს.

როტო აისს  გამაგრილებელი ეფექტი აქვს და თვალის სიწითლისა და ალერგიის დროს დაგეხმარებათ.

როტო ქული სიწითლესა და შეშუპებას ებრძვის. აქვს გამაგრილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

როტო ქულ მაქსი კი ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ყველაზე ძლიერმოქმედია. აყუჩებს ტკივილს, ამცირებს წვას და ხელს უშლის ანთების განვითარებას.

ოთხივე პროდუქტი ერთი მთავარი კონცეფციის ქვეშ ერთიანდება – დაუბრუნე შენს თვალებს სიცოცხლე. ინოვაციური, გამჭვირვალე შეფუთვა პრაქტიკულ დანიშნულებას ატარებს: მომხმარებელს შეუძლია თავად დააკვირდეს წამლის ვარგისიანობას. თუ სითხე ფერს შეიცვლის ან დაიბინდება, მისი გამოყენება მიზანშეწონილი აღარაა.

თანამედროვე საქმიანი ადამიანებისთვის თვალების სიმშრალე, ქავილი, წვა, შეწითლება უკვე ნაცნობი დისკომფორტია, თუმცა ამ სიმპტომების უგულებელყოფას ბევრად დიდი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. ასე რომ, თუ ამ ტექსტს ეკრანზე კითხულობთ და სავარაუდოდ, ასეც არის, გაიხსენეთ, რომ თვალები მუდმივად თქვენს სამსახურში არიან და მათაც სჭირდებათ მზრუნველობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://www.facebook.com/RohtoGeorgia/

 

[პარტნიორის ამბები]

ახალგაზრდა ქართველი ავტოდიზაინერი, რომელიც Alfa Romeo-სა და Bertone-ის შესანიშნავ მოდელებს ქმნის

ბავშვობის მეგობრები, განსხვავებული გზები და ერთი სასჯელი – კამპანია საჭესთან ალკოჰოლის მიღების წინააღმდეგ