in

რა ხდება, როცა სამსახურიდან თქვენ გარდა ყველა მიდის?

ერთგულმა თანამშრომლებმა შეიძლება, თავი მიტოვებულად იგრძნონ…

ბოლო პერიოდის განმავლობაში სამსახურიდან წამოსვლა და ალტერნატივის ძიება ბევრმა თანამშრომელმა გადაწყვიტა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ასეთ დასაქმებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 40%-ს აღწევს. ამასთან, უფროსების უმეტესობა დიდ სტრესს განიცდის, რადგან ყოფილი თანამშრომლების თქმით ისინი არც ინოვატორები იყვნენ და არც კარგი სტრატეგები.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შესაძლოა, თქვენც აღმოჩნდეთ ანალოგიურ სიტუაციაში და დაგაინტერესოთ, რა ხდება ისეთ თანამშრომლებთან, რომლებიც სამსახურიდან არ მიდიან. როდესაც დამსაქმებლები დიდ ყურადღებას უთმობენ ახალი თანამშრომლების დაქირავებასა და მხარდაჭერას, ერთგულმა თანამშომლებმა შეიძლება, თავი მიტოვებულად იგრძნონ. ამას ისიც ემატება, რომ გარე თანამშრომლები ხშირად მეტი ანაზღაურებით და მრავალი სხვა უპირატესობით სარგებლობენ. გარდა ამისა, როდესაც ბევრი ახალი ადამიანი უერთდება გუნდს, სამუშაო გარემო საგრძნობლად იცვლება.

თუ რეალურ ცხოვრებაში მართლაც აღმოჩნდით მსგავსი შემთხვევის წინაშე, შეგიძლიათ სტატიაში მოცემული ოთხი სტრატეგია გამოიყენოთ – თითოეული მათგანი საკუთარი თავის მართვაში დაგეხმარებათ.

გამოყავით დრო და სივრცე გარშემო არსებული ცვლილებების დასამუშავებლად

როდესაც ხედავთ, რომ სხვები თქვენს კომპანიას ტოვებენ, შესაძლოა, თავადაც გაგიჩნდეთ ახალი შესაძლებლობების ძიების სურვილი. შეიძლება, მათმა წასვლამ სოციალური იზოლაციის განცდა წარმოქმნას, რადგან მარტოსულობის შეგრძნება იმატებს. ამასთან, საკმაოდ ხშირ პრაქტიკას წარმოადგენს ე. წ. “ემოციური პროგნოზირება”, რომლის დროსაც სამომავლო, პოტენციურ სინანულს განიცდით – მაგალითად იმის წარმოდგენისას, თუ თქვენც წასული კოლეგების ქმედებას არ გაიზიარებთ. თუმცა ვიდრე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაციონალურად დაფიქრდით, რეალურად რისი გაკეთება გსურთ.

საკითხზე ფიქრი მარტომ დაიწყეთ, ან სანდო კოლეგას გაუზიარეთ – სხვების ქმედებებისგან დამოუკიდებლად იფიქრეთ პირად ღირებულებებსა და მიზნებზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რა არის ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ახლა და სამომავლოდ?”. 

შემდეგ ასევე გულწრფელად შეაფასეთ ამჟამინდელი შესაძლებლობები და რეპუტაცია. ამავე დროს, გაარკვიეთ რამდენად შეესაბამება თქვენი მიზნები და ღირებულებები ამჟამინდელ პოზიციას. თუ აღმოაჩენს, რომ თქვენსა და კომპანიას შორის გარკვეული ზღვარი არსებობს და ის საკმარისს არ გაძლევთ, შეგიძლიათ, წასვლის გზებზე იფიქროთ.

შეიმუშავეთ ხელახალი ადაპტაციის გეგმა

თქვენს ირგვლივ მყოფ ახალ თანამშრომლებს სავარაუდოდ, კოლეგებთან თანამშრომლობის თანმიმდევრული გეგმა ექნებათ. თავის მხრივ, ეს ცოდნის გაზიარებასა და იმის უზრუნველყოფას ემსახურება, რომ ისინი კულტურულ ნორმებს შეესაბამებოდნენ. თუ მათ ერთგვარი სახელმძღვანელო აქვთ შემუშავებული, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარებათ, რატომ არ უნდა მიჰყვეთ მათ? ეს არა მხოლოდ თქვენი სტრატეგიული შესაძლებლობების განვრცობაში დაგეხმარებათ, რათა მეტად კონკურენტუნარიანები გახდეთ, არამედ შეუძლია, მიზანდასახულობის გაძლიერებასაც შეუწყოს ხელი.

იყავით მასწავლებელი და სტუდენტი

გარდა იმისა, რომ საკუთარ გეგმებს განახორციელებთ, განიხილეთ კოლეგების ადაპტირებაში დახმარება. მას შეუძლია, გააუმჯობესოს თქვენი, როგორც ლიდერის აღქმა და კონკურენტუნარიან დინამიკაში ჰარმონია დანერგოს. უბრალოდ, ფრთხილად იყავით, რომ სწორი ბალანსი იპოვოთ კომპანიის ტრადიციების დამცველსა და სამომავლო ცვლილებების მოქნილ ტიპს შორის.

რა თქმა უნდა, თუ დიდი ხნის თანამშრომელი ხართ, ინსტიტუციური  სიბრძნის გაზიარება ნამდვილად ღირს. თუმცა გახსოვდეთ, როდესაც ტრადიციაზე დამოკიდებულება სხვების მოტივაციასა და ცვლილებების განხორციელებას უშლის ხელს, საუკეთესო სტრატეგიას თანადროული სწავლა და სწავლება წარმოადგენს. ასე რომ, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს, მაგრამ სხვების აზრის მიღების მზაობაც გქონდეთ. სწორედ ამ გზით შეინარჩუნებთ აქტიურ როლს და ამასთანავე, კოლეგებთან მეტ გავლენას მოიპოვებთ.

დარჩით კომპეტენტური, და არა – ზედმეტად თავდაჯერებული

მაშინაც კი, თუ ყველა ზემოთ ხსენებულს შეასრულებთ, მაინც უკმაყოფილო იქნებით… შეიძლება იგრძნოთ, რომ არასოდეს იქნებით ახალი კოლეგების თანატოლი და ვინ იცის, იქნებ ეს განცდა რეალურიც აღმოჩნდეს. კომპანიასთან ძალიან დიდხანს ურთიერთობას არაერთი უარყოფითი მხარე აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გადამწვარი და დემოტივირებული ხართ.

ერთ-ერთ მინუსს ისიც წარმოადგენს, რომ, დიდი ალბათობით, ახალ თანამშრომელთა დონეს ვერ მიაღწევთ… ასე რომ, აუცილებლად განიხილეთ არსებულ კომპანიაში განვითარების პერსპექტივა, მაგრამ ხელიდან ნუ გაუშვებთ წასვლის შესაძლებლობასაც.

ერთი აღამსრულებელი დირექტორის შემთხვევას თუ მოვიყვანთ მაგალითად, ვნახავთ რამდენ პირად ასპექტთანაა დაკავშირებული სამსახურიდან წასვლა. როდესაც მისი რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად წავიდა კომპანიიდან, ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო – თავი მიტოვებულად იგრძნო. ასევე, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიიღეს მათ სხვა სამსახური… როგორც აღმოჩნდა, ლიდერი საკუთარ ღირებულებებსა და უპირატესობას აყენებდა წინ. შედეგად კი ნაცვლად იმისა, რომ მათი ახალი ეტაპი გახარებოდა, საბოლოოდ დაკარგა მნიშვნელოვანი მეგობრები და პოტენციურად სასარგებლო გარე კავშირები.

გაითვალისწინეთ, თუ დაუშვებთ იმავე შეცდომას. პირიქით, მეტი ინვესტიცია ჩადეთ ამ ურთიერთობებში, რომელიც გარე კოლეგებთან გაკავშირებთ.

მართეთ თქვენი კარიერა სამუშაო ადგილის დინამიკის შეცვლაში

ზემოთ აღნიშნული პრინციპები წარმატებით იქნა გამოყენებული არაერთ კომპანიაში. ერთ-ერთმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ამ პოზიციას 25 წლის განმავლობაში იკავებდა, 90 დღიანი “ხელახალი ადაპტაციის გეგმა” შეიმუშავა. ეს უკანასკნელი ძირითადი დაინტერესებული მხარეების რუკას ასახავს. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა წარმატების ძირითად კრიტერიუმებზე, როგორიცაა ბიზნესის მიზნები, სტრატეგია, შესრულება და პერსონალის განვითარება. შემდეგ კი კოლეგებთან შეხვედრების რიტმი დააწესა, რათა თითოეულ სფეროში გაეუმჯობესებინა მუშაობის დონე.

ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ სულ რაღაც ერთ თვეში კოლეგები უკვე აღფრთოვანებულები იყვნენ ლიდერის ინიციატივებით და მისთვის აზრის კითხვაც კი დაიწყეს.

დღევანდელ კონკურენტულ და მუდმივად ცვალებად სამუშაო ადგილზე თქვენი კარიერის მართვა რთულია. მაშინაც კი, თუ თქვენ ამჟამინდელ დამსაქმებელთან დარჩენას ამჯობინებთ, ახალი კოლეგების მოსვლამ და ძველების წასვლამ შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს თქვენს მომავალ კარიერულ წინსვლაზე და მუშაობაზე. ამ სტრატეგიების დაცვით კი შესაბამის რეაგირებას მოახდენთ ყველა ცვლილებაზე – თანაც მაქსიმალურად გაზრდით დარჩენის ან წასვლის პოტენციურ ღირებულებას.

წყარო: HBR



„ჯა“ მეგრულად „ხეს“ ნიშნავს, „ოჯალეში“ კი – „ხეზე ასაშვებ ვაზს“ – ამბავი ქართული ვაზის ჯიშებზე

რა რაოდენობის ძილი გვჭირდება?