in

Royal Ballet and Opera-მ რებრენდინგს ფარდა ახადა

თითქმის ერთი წლის წინ The Royal Opera House, რომელიც The Royal Ballet-ისა და The Royal Opera-ს მოიცავს, Royal Ballet and Opera-ად რებრენდირდა, რათა მკაფიო გაეხადა, რომ სახელი ორივე დაწესებულებას აერთიანებდა. ახლა კი რებრენდინგის სრულყოფისთვის ორგანიზაციამ განახლებული იდენტობა გამოაქვეყნა.

BOG
BOG

ამაზე DesignStudio-ს შემოქმედებით სტუდიასთან ერთად იმუშავა და როგორც ვიგებთ, ერთდროულად მემკვიდრეობასა და მომავლის ამბიციებზე საუბრობს. მოქნილობა კი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რათა შიდა დეპარტამენტებსა და გარე პარტნიორებსაც ბრენდის თანმიმდევრულად გამოყენება შესძლებოდათ. 

იდენტობა Serif შრიფტს მოიცავს საინტერესო ხაზებითა და მკვეთრი ფორმებით, რასაც გროტესკული შრიფტიც აძლიერებს. რაც შეეხება ახალ სიტყვათა ნიშანში გამოყენებულ ხელწერას, მეტად დახვეწილია, მათ შორის კი R-ის წაგრძელებული ფეხი გამოირჩევა.

მართალია, ახალ ბრენდინგში კვლავ გვხვდება ორგანიზაციისთვის კლასიკური წითელი ფერი, მაგრამ ახალი სტილითა და საინტერესო ტექსტურებით მისი თანამედროვე სახეც შემოგვთავაზეს.

ხელოვნების ფორმების სურათებით ჩვენებისას შევიმუშავეთ სისტემა, რათა ამბებს დეტალები გადმოეცა, ადამიანებთან დაემყარებინა კავშირი და ხელოვნების ფორმები ხელახლა წარმოედგინა ორგანიზაციაში. თუმცა, ისეთ სიტუაციებთან გასამკლავებლად, რომლებშიც სურათები არ იქნებოდა ხელმისაწვდომი, ტექსტურებზე შევჯერდით, რამაც ექსპრესიული და აბსტრაქტული გამოსავალი შემოგვთავაზა… აქ ვიზუალურ მეტაფორებს კონტენტის წარმოსადგენად მივმართავთ, — აცხადებენ DesignStudio-ში.

ამასთან, გუნდმა განახლებულ ვერბალურ იდენტობაზეც იმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს, ინკლუზიური და მოქნილი იყოს ისე, რომ სთორითელინგიც გააძლიეროს… 

დაბოლოს, მართალია, ბრენდის იდენტობაში რადიკალური ცვლილებები არ შეუტანიათ, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ იდენტობა გამოაცოცხლეს, ხასიათი შესძინეს და ასე იმ ისტორიასაც მიაგეს პატივი, რომელიც 1700-იან წლებში დაიწყო. 

12 აპრილიდან, ბათუმში ICRHOME იხსნება

Young Lions Georgia 2025-ის მარკეტერის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები