5
Mar
2019

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, სოციალურ მედიაში, ტროლებს დაბლოკავს

5 Mar 2019

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, სოციალური მედიის ახალი შინაგანაწესი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მედია პლატფორმებზე შეურაცხმყოფელი კომენტარების დაბლოკვას ან გასაჩივრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სამეფო ოჯახის წევრებზე ან მათ საცხოვრებელ სასახლეებზე დაწერილი კომენტარები ან პოსტები არ უნდა შეიცავდეს „სპამებს“, ე. წ. ტროლებს, ლანძღვა-გინებას, არ უნდა გამოხატავდეს სიძულვილსა და მუქარას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამეფო ოჯახის წევრები, უფლებას იტოვებენ, გაასაჩივრონ, „დააჰაიდონ“, წაშალონ  პოსტები, კომენტარები და მათი ავტორები.

ამ შემთხვევაში საუბარია სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე – ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში, პირადი გვერდი ისედაც არ აქვთ, ეს, მათივე წესების მიხედვით, აკრძალულია.

 

განხილვა