Royal Photographic Society (RPS) მაშინ დაფუძნდა, როცა ფოტოგრაფია ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო… 1853 წელს მისიად ხელოვნებისა და მეცნიერების ყველასთვის ხელმისაწვდომობა დაისახა და ამ ტრადიციას ნახევარ საუკუნეზე მეტია, ინარჩუნებს. ამგვარად წელსაც გვაცნობ მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს.
RPS-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო PS Centenary Medal არტისტმა სიუზან დერჟესმა მოიპოვა ფოტოგრაფიაში მისი გამორჩეულიწვლილისთვის, რაც კამერის გარეშე შექმნილ ნამუშევრებსაც მოიცავს — დერჟესი ობიექტებს სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე ათავსებს, მათ შორის ფოტოქაღალდზე, შემდეგ სინათლეს ასხივებს და სურათს ქმნის. ამგვარად, ნამუშევრები ბუნებას იკვლევს და ფოტოგრაფიისთვის ლანდშაფტის ელემენტებს იყენებს.

PS Award for Achievement in the Art of Photography-ის ჯილდო კი ომარ ვიქტორ დიოპმა მოიპოვა, ფოტოგრაფმა სენეგალიდან. კარიერა ლანდშაფტის ფოტოგრაფიით დაიწყო და შემდგომ მოდის გადაღებაში გადაეშვა…
„წლევანდელი გამარჯვებულები ფოტოგრაფიის არაორდინალურობას ასახავენ, დაწყებული არტისტული და მეცნიერული საზღვრების რღვევით და გაგრძელებული, განათლებითა თუ მოხალისეობით, რომლებიც აძლიერებს ჩვენს საზოგადოებას. ეს ყველაფერი ერთად აჩვენებს, როგორ ვითარდება ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების ფორმა და საშუალება, გავუგოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ სამყაროს“, — ამბობს საიმონ ჰილი, RPS-ის პრეზიდენტი.
ქვემოთ კი გამარჯვებული ფოტოების ნაწილს გაგიზიარებთ:





















