in

„არგოს“ წილი Royal Swinkels Family Brewers-მა იყიდა 

ლუდსახარში „არგოს“ 40% Royal Swinkels Family Brewers-მა შეისყიდა და ლუდის წარმოების წილი, ქართულ ბაზარზე, 15%-მდე გაზარდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს პირველი, პირდაპირი ევროპული ინვესტიცია ქართულ Food and Beverage [საკვებისა და სასმელების] სფეროში. ხელშეკრულებას ხელი, მხარეებმა, უკვე მოაწერეს.

bog
bog-mob

„როიალ სვინკელების ლუდსახარშმა ბრენდ „ჰოლანდიას“ წარმოების ლიცენზია „არგოს“ 2017 წელს გადასცა. ყველაზე წარმატებულ ქართულ ლუდის საწარმოში წილის შესყიდვითა და მრავალმილიონიანი ინვესტიციით კი ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად ზრდის, დაჩქარებისა და განვითარების სურვილს გაუსვა ხაზი. სვინკელების ოჯახი ქართულ ლუდსახარშ ბაზარზე დიდი გეგმებით შემოდის – საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყანად უნდა იქცეს. 2017 წლის შემდეგ, სრულად მოხდა ქარხნის გადაიარაღება, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები და მოხდა საწარმო პროცესის სრული ავტომატიზაცია. როიალ სვინკელების ლუდსახარშის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან „არგოს“ ქარხნის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში“.

გარიგებაზე ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონიალს სვინკელების ოჯახის წარმომადგენლები, კომპანია „არგოს“ გენერალური მენეჯერი ვასილ სულხანიშვილი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

„ქართული ბაზარი, ჩვენთვის, ნამდვილად აღმოჩენაა და დიდ პოტენციალს ვხედავთ Royal Swinkles Family Brewers-ისთვის. ქვეყნის მდებარეობა ევროპა-აზიის გასაყარზე ნამდვილად დიდ შესაძლებლობებს იძლევა ექსპორტისთვის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. წილის შესყიდვით ვადასტურებთ „არგოსთან“ წარმატებულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ურთიერთობებს და ერთად ავითვისებთ ახალ ბაზრებს“, – ამბობს Peer Swinkles, Royal Swinkles Family Brewers-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა „არგოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ვასილ სულხანიშვილმაც:

„ამ ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენი როლი ქართული ლუდის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე შევძლებთ, ავითვისოთ დამატებითი საექსპორტო ბაზრები. ჰოლანდიელების მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვისაც.“

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, „არგოში“ განხორციელებული პირდაპირი ევროპული ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის:

„ამჟამად აქ 330ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციისა და წარმოების გაფართოების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება. ჩვენთვის პრიორიტეტია წარმოების ხელშეწყობა და უცხოელებისთვის კომფორტული საინვესტიციო გარემოს შექმნა“.

„კასტელის“ ლუდსახარშმა ქარხანამ „არგოს“ წარმოება 1994 წელს დაიწყო და როგორც თავად ამბობენ, ყველაზე დიდი ლუდსახარში კომპანიაა ამიერკავკასიაში. ის, 2017 წლიდან, ახალი მენეჯმენტითა და სახელით ოპერირებს ქართულ ბაზარზე: ახლა ლუდსახარშს „არგოს ლუდსახარში კომპანია” ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს. ესენია: არგო, ჰერცოგი, ჰოლანდია და კონიგ პილცნერი.

„ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და ჰყავს 335 თანამშრომელი. Royal Swinkels Family Brewers-თან ერთად, „არგოში“ თავიანთი წილი აქვთ ვასილ სულხანიშვილს და „კოკა-კოლას“.

რაც შეხება კომპანიას Royal Swinkels Family Brewers-ს, ის Royal Swinkels Family Brewers  N.V.- ის ჰოლდინგის წევრია, რომელიც 100%-ით დამოუკიდებელი, ოჯახური ბიზნესია.

„Swinkles ოჯახის 7 თაობა უძღვებოდა ბიზნესს, რომელიც დღეს მოიცავს ლუდსახარშებს სხვადასხვა ლოკაციაზე: ნიდერლანდებში, ბელგიაში და ეთიოპიაში. ოჯახი, ასევე, თანამშრომლობს ლუდსახარშ  De Koningshoeven in Berkel-Enschot-თან, ნიდერლანდებში. ლუდსახარშებს ჯამურად შეუძლიათ 8 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის და 856000 ჰექტოლიტრი გამაგრილებელი სასმელის წარმოება (2018 წლის მონაცემებით). ოჯახი, ასევე, ფლობს 2 ალაოს გადამამუშავებელ ქარხანას, რომელმაც 2018 წელს 336 000 ტონა ალაო აწარმოა. რაც შეეხება Cerex-ს, ის ყოველწლიურად, დაახლოებით, 4000 ტონა ალაოს აწარმოებს. 2018 წელს ოჯახის ბიზნესის წევრი გახდა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლუდის იმპორტიორი –  Bier&cO. მსოფლიოში, დაახლოებით, 1800 დასაქმებულს 1 მიზანი აქვს – შესთავაზონ მომხმარებელს ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი ლუდი. 2019 წლის 27 მარტს ჰოლდინგმა მიიღო ტიტული “სამეფო”, ამის შემდეგ ისინი იწოდებიან, როგორც Royal Swinkels Family Brewers“.

[R]

რატომ არის მცენარეები სახლსა და ოფისში აუცილებელი?

“მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – წარწერა ახალ საკოლექციო მონეტაზე