in

ROZUM ბიზნეს სექტორს ლიცენზირებულ მუსიკას სთავაზობს

დღესდღეობით მუსიკა უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ნებისმიერ სფეროსა თუ საქმიანობაში. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება: სალონებში, სავაჭრო ცენტრებში, სპორტ-დარბაზებსა თუ რესტორნებში.

იცოდით, რომ ტორონტოს დასავლეთ ჰოსპიტალში „კრემბილის ტვინის ინსტიტუტის“ სამეცნიერო  კვლევების თანახმად, მუსიკა არა მხოლოდ აუმჯობესებს განწყობას, არამედ შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თერაპიული საშუალება.

დიდია მისი გავლენა ადამიანის განწყობაზეც — სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში ის შემოსავლის სარფიან წყაროდ გადაიქცა და ბიზნესმაც მისი სათავისოდ გამოყენება ისწავლა.

საქართველოში არსებობს კომპანია ROZUM, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელია ბრიტანული კომპანია „ROZUM Vision“. ეს უკანასკნელი 4 ქვეყანაში ოპერირებს და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო აუდიობრენდინგის სერვისია საქართველოშიც რესტორნებისთვის, ბარებისთვის, მაღაზიებისთვის, სილამაზის სალონებისა და სხვა ბიზნეს სივრცეებისთვის.

გარდა იმისა, რომ Rozum ბიზნესებს საერთაშორისო შემსრულებლების ლიცენზირებულ პროდუქტს სთავაზობს, ქართველი შემსრულებლების კონტენტსაც აერთიანებს, რაც ადგილობრივი მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებისთვის ნამდვილად აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრები უცხოური კომპანიების გამოცდილებას ეფუძნებიან, რომლებიც მუსიკალურ აკომპანემენტს სავაჭრო დაწესებულებებში იყენებენ. მუსიკის გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ტემპი, ხმა, სტილი და რიტმი განსხვავებულად მოქმედებს მომხმარებლის ქცევაზე. მაგალითად, 1950-იან წლებში შეერთებულ შტატებში შეისწავლეს მუსიკის გავლენა მყიდველებზე და დაადგინეს, რომ წყნარი, დამამშვიდებელი მუსიკა მომხმარებლებს აიძულებს, თაროებთან და დახლებთან გაცილებით დიდხანს შეჩერდნენ და შეისწავლონ პროდუქტის/პროდუქციის თვისებები.

Rozum კი ამ ყველაფერს პრაქტიკაში ძალიან კარგად იყენებს. 

ფლეილისტები ყველა რესტორანში, მაღაზიასა თუ სილამაზის სალონში უნდა იყოს უნიკალური, თემატური და მათზე მორგებული. მაგალითად, იტალიური რესტორნისთვის თემატურად, შესაფერისია ჩელენტანოს, ტოტო კუტუნიოს, საბრინა სალერნოს და ასევე, თანამედროვე იტალიელი არტისტების სიმღერები; ირლანდიური პაბისთვის — კლასიკური როკ სტილი. ესთეტიკური მედიცინის ცენტრებისთვის შესაფერისია მშვიდი, ნაზი კლასიკური მუსიკა; სავაჭრო მაღაზიებისათვის — რიტმული, ხალისიანი და პოზიტიური პოპ ჰიტები. სწორედ ამიტომ, როზუმის მუსიკალურმა რედაქტორებმა 300-ზე მეტი უნიკალური და თემატური ფლეილისტი მოამზადეს მომხმარებლებისთვის, სადაც ნებისმიერი ბიზნეს სექტორი აუცილებლად იპოვის თავისთვის შესაფერის ვერსიას.

„არაერთი საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული მუსიკა ამაღლებს მომხმარებლის ლოიალობას, ზრდის საშუალო ჩეკს, დადებით განწყობას უქმნის მსმენელს, ამუშავებს ემოციებს და იმ შეგრძნებებს აწვდის, რასაც ადამიანი ქვეცნობიერად მოითხოვეს. სტუმრების 90% აღნიშნავს, რომ მოსწონს, როდესაც ობიექტში მუსიკა ისმის; სტუმრების 84% ყურადღებას აქცევს მუსიკას; სტუმრების 70% იმახსოვრებს ობიექტს და რეკომენდაციას უწევს მას მეგობრებსა და ნაცნობებთან და ა. შ. მაშასადამე, მუსიკა უმთავრესი კომპონენტია სხვადასხვა ობიექტებისთვის“,განაცხადა ROZUM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლელა ჯიმუხაძემ.

თუ მომხმარებელს სივრციდან გამოსვლის შემდეგ არ ახსოვს, რა მუსიკა უკრავდა დარბაზში, ნიშნავს, რომ მუსიკალური გაფორმება სწორად იყო შერჩეული. მუსიკა ქმნის შესაბამის განწყობას სივრცეში, მოქმედებს მომხმარებლის ნაკადის მოძრაობაზე. მშვიდი მუსიკა აყოვნებს მომხმარებელს, რიტმული მუსიკა კი პირიქით. თუ მუსიკა მოსახლეობის დემოგრაფიული ხასიათის შესაბამისია, მომხმარებელი მეტ დროს ატარებს სივრცეში. შედარებით ხმამაღალი მუსიკა და ახალი მუსიკალური კომპოზიციები ხელს უწყობს პროდუქტებისადმი მომხმარებლის ყურადღების გაზრდას. ჩუმი და ნაცნობი კომპოზიციების დროს მომხმარებელი ნელა მოძრაობს და იზრდება გაყიდვები.

ლიცენზირებული მუსიკის გამოყენება კი დღემდე დაპირისპირების საგანია და ბიზნეს სექტორი მთელი რიგი პასუხისმგებლობების წინაშე დგას. მუსიკის პერსონალურად მოსმენისგან განსხვავებით, მისი გაჟღერება კომერციულ ფართში მოითხოვს ლიცენზიას — შესაბამისად, მუსიკა გადაიქცა უმნიშვნელოვანეს ბიზნეს ინსტრუმენტად, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის ქცევაზე.

„ROZUM ბიზნეს სექტორს სთავაზობს ლიცენზირებულ მუსიკას. ჩვენს კატალოგში დღესდღეობით 9 მილიონზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ლეიბლის და 400-ზე მეტი ქართველ ავტორ-შემსრულებლების მუსიკალური რეპერტუარია. ROZUM-ის პლატფორმაზე გვაქვს 300-მდე მზა ფლეილისტები, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ბიზნეს სფეროზე, სეზონურობის, დღის პერიოდის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით“.

სავაჭრო ცენტრებისა და კომერციული ფართების რაოდენობების ზრდასთან ერთად, გაჩნდა შეკითხვა: რას აქვს გავლენა ადამიანის გადაწყვეტილებაზე,  გარდა გლობალური ფაქტორებისა: ფასების დიაპაზონი და ადგილმდებარეობა, დაუბრუნდეს ამა თუ იმ დაწესებულებას? ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისას, მარკეტერებმა დაასკვნეს, რომ მომხმარებლების არჩევანზე ძირითადი არამატერიალური აბსტრაქტული თემები მოქმედებს — ხმები, სურნელი, გემო, ფერები და სხვა შეგრძნებები.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, აჩქარდა ცხოვრების რიტმი, გაიხსნა ბევრი რესტორანი, ბარი და ესთეტიკის ცენტრი. ბუნებრივია, შეიცვალა მომხმარებლების მოთხოვნილება და ფსიქოლოგიაც. ტენდენცია აიტაცეს აუდიომარკეტინგის სფეროშიც და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებები შესაძლებლობას გვაძლევს, ფლეილისტები მომხმარებლის ცხოვრებასა და საქმიანობას მოვარგოთ.

#როზუმიბიზნესისთვის
#ლიცენზირებულიმუსიკა
#ფონურიმუსიკა
#მუსიკაბიზნესისთვის
Lela Jimukhadze/ლელა ჯიმუხაძე

[პარტნიორის კონტენტი]

LOT13 — ყავის ლიმიტირებული გამოშვება, რომელშიც თითოეული ქილა უნიკალურია

ჩვევა, რომელიც ჩაძინებას კიდევ უფრო ართულებს — კვლევა