in

პირველ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა იწურება 

პირველ ნოემბერს, ფიზიკური პირებისათვის, ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კანონით, დეკლარაციის წარდგენა, ყოველი წლის პირველ ნოემბრამდე, ევალება ფიზიკურ პირს (მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს), ვინც  საქართველოში დასაბეგრი ქონების მფლობელია და მისი ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება. ასევე, აქვს სხვადასხვა დანიშნულების მიწა, რომელიც არ არის გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან.

„შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს კალენდარული წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რა საფრთხეებს შეიცავს „სამსუნგის“ უჰოლოგრამო სმარტფონის  შეძენა

პირველი POP X Spotlight ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება