ჩვენგან დაახლოებით 6 500 სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი RS Puppis მდებარეობს. ის ე. წ. ცეფეიდების ტიპის ვარსკვლავია, რომელსაც სიკაშკაშისა და ნათების პერიოდულობას შორის მჭიდრო კავშირი აქვს.
პროექტ SYSTEM Sounds-ის ფარგლებში ასტრონომებმა ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოები გამოიყენეს, რათა RS Puppis-ისა და მისი გარემომცველი მტვრის ღრუბლის გამოსახულებები აუდიომასალად გარდაექმნათ. ამას სონიფიკაცია ეწოდება — ფოტოში ხმები გარედან შიდა მიმართულებით, ცენტრისკენ მიმავალი წრიული რეგიონის მოძრაობას იმეორებს. ბგერების სიმაღლეს სიკაშკაშე განსაზღვრავს და ისინი დასაწყისში უფრო მაღალია, ვიდრე დასასრულს.
აღსანიშნავია, რომ ეს ვარსკვლავი მზეზე საშუალოდ 15 000-ჯერ კაშკაშაა. მისგან წამოსული სინათლე კი გარკვეულ ექოს წარმოქმნის, რის შედეგადაც RS Puppis-ის ირგვლივ რგოლები ჩნდება. გარდა ამისა, მეცნიერები იქიდან წამოსული სინათლის მიხედვით, კოსმოსური მანძილის დადგენასაც ახერხებენ.