in

„ყველა ცხოველი იმსახურებს კეთილ მოპყრობას“ — RSPCA-ს რებრენდინგი

ორ საუკუნეზე მეტია, რაც RSPCA ცხოველების დამცველია. 200 წლის იუბილეზე კი გადაწყვიტეს, ძველი მახასიათებლები უკან მოიტოვონ და დღევანდელობის გამოწვევებს მოერგონ. თუ ადრე ისინი ბეწვით, ბულბულით ან ქერცლით დაფარული მეგობრების უკეთეს საცხოვრებელ პირობებზე ზრუნავდნენ, დღეს ინტენსიური მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა და ურბანიზაციის ცვალებად ლანდშაფტებთან ადაპტაციის აუცილებლობას ხედავენ. ამგვარად, ბრენდინგისთვის Jones Knowles Ritchie-ს (JKR) მიმართეს, ხოლო კამპანიის სტრატეგიისთვის AMV BBDO-ს. საზოგადოებას კი მოუწოდებენ, შექმნან უფრო კეთილი სამყარო ყველა ცხოველისთვის. 

BOG
BOG

200 წლის მანძილზე ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულებები, ქმედებები და კანონები ცხოველთა მიმართ და, როგორც საზოგადოება, რევოლუციურად ვიმოქმედეთ იმ გზებზე, რომლითაც ვფიქრობთ, შევიგრძნობთ და ვმოქმედებთ. როგორც ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ, მაგრამ ამის გაკეთება მარტო არ შეგვიძლია. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა უკეთესი სამყარო შევქმნათ ცხოველებისთვის — სამყარო, რომელიც უკეთესია ცხოველებისთვის, უკეთესია ყველა ჩვენგანისთვის მსოფლიოში. ამისთვის საჭირო იყო, ხელახლა გადაგვეხედა საკუთარ ბრენდზე და ჩვენი მიზანი, პოზიციონირება და იდენტობა ისე მოგვეწყო, რომ ჩვენსავე მიზნების მიღწევაში დაგვხმარებოდა, — აცხადებს კრის შერვუდი, RSPCA-ს ხელმძღვანელი. 

ასე მივიღეთ RSPCA-ის ახალი ლოგო, ნათელი ფერების პალიტრა და რწმენა: For Every Kind. კამპანიის მთავარ ნაწილს კი AMV BBDO-ს მიერ შექმნილი ფილმი წარმოადგენს, რომელიც ცხოველთა ფართო სპექტრს ასახავს, დაწყებული ქათმებიდან მიტოვებულ კნუტებამდე, ისინი არეტა ფრანკლინის Respect-ს მღერიან:

რვაკუთხა lozenge-ის ლოგო უფრო თანამედროვე octopunct-ად გადაკეთდა. ამასთან, წარსულს ჩაბარდა ძველი ლურჯი ფერიც და ახლა იგი მეტად ნათელმა და ენერგიულმა ელფერმა შეცვალა. უფრო მდიდრული ფერთა პალიტრა კი იმისთვისაა, რომ ბრენდის ოპტიმიზმი და ენერგია ასახოს. შესაბამისად, აქ გვთავაზობენ Butterfly Blue-ს, Fox Red-ს, Lizard Green-ს, Rabbit White-სა და Swallow Blue-ს.

მეტიც, RSPCA-ს მესიჯი შინაურ ცხოველებსაც სცილდება — იმ არჩევანსაც ეხება, რომელსაც ვიღებთ საკვების, გართობის და საყვარელი ცხოველების ფოტოების გაზიარებისას ონლაინ… 

რაც შეეხება გრაფიკას, ბიომრავალფეროვნებითაა სავსე, ხოლო ილუსტრაციები ცხოველთა სამეფოს სილამაზესა და სიღრმეს ასახავს. თუმცა ამ ცვლილებებს მხოლოდ რაღაც კოსმეტიკური დანიშნულება კი არ აქვს, არამედ ცხოველთა დამცველების ახალი თაობის შთაგონებას ისახავს მიზნად, რომ დაუკავშირდეს ახალგაზრდა დემოგრაფიას და მოუწოდოს ყველას ჩართულობისკენ.

Zaha Hadid Architects-მა ვისკის სკულპტურული ბოთლი შექმნა

„მარადმწვანე” კონტენტის მაგალითები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის