in

„პუტინს ორჯერ ვუთხარი…“ – მსოფლიო ლიდერები „კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოზე“

დაარსებიდან მე-15 წელს, საერთაშორისო სამაუწყებლო მედია, RT (Russia Today), რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც „კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოდ“ მოიხსენიებენ, რეკლამით აღნიშნავს.

ვიდეორგოლის სახელწოდებაა „მწვანე მუქარა“, სადაც მსოფლიო ლიდერები: დონალდ ტრამპი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი გულწრფელად საუბრობენ, „რამდენად მანიპულატორები არიან ამ მედიაში“ და ზოგადად, რა დამოკიდებულება აქვთ RT-სთან დაკავშირებით.

რეკლამაში გამოყენებულია Deepfake AI ტექნოლოგია.

შეგახსენებთ, რომ Deepfake საშუალებას იძლევა, უკვე არსებულ ვიდეოში, ადამიანის სახე ჩანაცვლდეს ისეთი ადამიანის სახით, რომლის სახის, მიმიკების, გამომეტყველების ამსახველი ბევრი მასალა (ფოტო ან ვიდეო) არსებობს. ცვლილების შესაძლებლობა არ ვრცელდება მხოლოდ გამოსახულებაზე. ტექნოლოგიას შეუძლია ხმის იმიტაციაც.

RT რუსეთის ფედერალური საგადასახადო ბიუჯეტიდან ფინანსდება. გარდა რუსეთისა, მედია სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს: RT America; RT France; RT UK; RT Deutsch; RT en Español; RT Arabic. 

რეკლამის მიზანი აუდიტორიისთვის იმის ჩვენებაა, რამდენად კარგად ასრულებს მედია საკუთარ მოვალეობას, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებს მათი შიში აქვთ, თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, საინფორმაციო მედიის მიერ, კამპანიისთვის Deepfake AI ტექნოლოგიის გამოყენება რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, როცა სავარაუდოდ, როგორც საერთაშორისო მაუწყებელს, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობასა და ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი “KIU Photo Contest” იწყება!

ობობების უჩვეულო ქცევა კოსმოსურ სივრცეში