in

RTiiiKA-მ ქვიარ პრეზერვატივი შექმნა

RTiiiKA-მ საზოგადოებას ახალი, ქვიარ პრეზერვატივი წარუდგინა, გამოფენაზე, სახელწოდებით Between the Lines. აქ ახალ პროდუქტთან ერთად მარტივი, მაგრამ ექსპრესიული ხაზოვანი ნახატებიც იყო გამოფენილი — თითოეული მათგანი ქვიარ სექსუალობის, ავტოეროტიზმისა და ჯგუფური სიამოვნების თემების შესწავლას მიეძღვნა.

„მე მაინტერესებს ხელოვნება, რომელსაც შეუძლია, იდეა ძალიან მარტივი მეთოდებით გააცოცხლოს. აბსტრაქტული, უსქესო ფიგურების დახატვით ზომიერი ფუნჯის შტრიხებით, ის მიზნად ისახავს შექმნას ხელოვნება, რომელიც აღმოფხვრის გენდერულ ორობითობას“, — ამბობს არტისტი.

RTiiiKA-ს პირადი ნამუშევარი ბრისტოლის ქუჩებშიც გამოჩნდა. გამოფენის „ხაზებს შორის“ ფარგლებში მან გამოუშვა ჟურნალი „რას გვასწავლის საგზაო ნიშნები“. როდესაც თავს „ძალიან დაკარგულად, შეშინებულად და შეყვარებულად“ გრძნობდა, მხატვარი ნუგეშს პოულობდა საგზაო ნიშნების შეტყობინებებში. ახალი მნიშვნელობის მინიჭებით, ხელახალი ინტერპრეტაციით კი ეს ილუსტრაციები ხელოვნების ნიმუშებად აქცია.

რა უნდა გავითვალისწინოთ იდეალური ჩაის მოსამზადებლად?

მეცნიერებმა ბაქტერიისგან ელექტროენერგია მიიღეს