როცა რთულ კოლეგებთან გვაქვს საქმე, კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ არის: „იმის გაკეთება, რომ შეგეძლოთ, რაც გსურთ, რას გააკეთებდით?“, ამ კითხვაზე მრავალფეროვან პასუხებსაც გვთავაზობენ, მათ შორის სასაცილო, პრაქტიკულ და საშიშსაც კი, თუმცა ზოგს უბრალოდ იმის თქმა სურს, რასაც კონკრეტული კოლეგის მიმართ გრძნობს. ხოლო რეალურად მათ სჭირდებათ სტრატეგია, რომელიც ნამდვილად იმუშავებს…
უბრალოდ, ხშირად ნაკლებად პროდუქტიული ტაქტიკებისკენ არიან მიდრეკილნი, რადგან ფიქრობენ, რომ ეს თავს უკეთ აგრძნობინებთ, თუმცა შედეგი ხშირად საპირისპიროა. მათ შეუძლიათ მოკლევადიან პერსპექტივაში შეამსუბუქონ ტკივილი, რაც საბოლოოდ ცუდია როგორც მათთვის, ისე მათი ორგანიზაციისთვის. ამ საერთო ტაქტიკების თავიდან აცილება კი სიტუაციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ემოციების ჩახშობა
როცა ყველაფერი სცადეთ, რაც შეგეძლოთ და უკვე აღარ იცით, რა გააკეთოთ თქვენს რთულ კოლეგასთან ურთიერთობის გამოსასწორებლად, კარგი მეგობრები და თანამშრომლები გირჩევენ, რომ უბრალოდ დააიგნოროთ ის და გააგრძელოთ ცხოვრება. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, ეს კარგი რჩევაც გამოდგება… ხშირად ჩვენც ამას ვაპირებთ, მაგრამ ნაკლებად გამოგვდის, ამ პროცესში პასიურად აგრესიულებიც კი ვხვდებით და ვაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან მასზე საუბარს. გამოდის, ემოციების ჩახშობა ნაკლებად გეხმარებათ.
„ემოციების ჩახშობამ, ანუ იმ გადაწყვეტილების მიღებამ, რომ არაფერი თქვათ, როცა გაბრაზებული ხართ, შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ. თუ თქვენს გრძნობებს არ გამოხატავთ, ისინი მოულოდნელ სიტუაციებში იჩენს თავს“, — ამბობს სუზან დეივიდი, ფსიქოლოგი.
რისკი იმისა, რომ თქვენი უარყოფითი გრძნობები უდანაშაულო ადამიანებს ააცილოთ, არ არის ერთადერთი მიზანი ამ ტაქტიკის თავიდან ასარიდებლად. შესაძლოა, ბრაზის დამალვას რთულ კოლეგასთან მეგობრობის შესანარჩუნებლად ცდილობდეთ, მაგრამ ის მაინც გრძნობს მას. მათ შეიძლება ზუსტად არ იცოდნენ, რას გრძნობთ და რას ფიქრობთ, მაგრამ დაძაბულობას მაინც იგრძნობენ.
შურისძიება
თუ თქვენი თანამშრომელი შეხვედრაზე ერთს ამბობს და შემდეგ მეორეს აკეთებს, რატომ არ უნდა მოიქცეთ თქვენც ანალოგიურად?! პასუხი კი ის არის, რომ მათ დონემდე დასვლა ხშირად არ მუშაობს. მსგავსად, დაპირისპირებას აძლიერებთ და დინამიკას ცვლილების შანსს არ აძლევთ. შურისძიება თქვენც ცუდ იმიჯს გიქმნით, უარეს შემთხვევაში კი, ეწინააღმდეგება თქვენს ღირებულებებს.
შურისძიების სურვილის თავიდან აცილების მიზნით, თქვენი ღირებულებების შესაბამისად უნდა მოიქცეთ. კარგი იქნება თუ ჩამოწერთ — რაზე ზრუნავთ ყველაზე მეტად? რას აქვს თქვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა? თუ დარწმუნებული არ ხართ, გადახედეთ უნივერსალურ ღირებულებებს და დააკვირდით, რომელი ემთხვევა თქვენსას, შეადგინეთ სია მნიშვნელობების მიხედვით. შემდეგ კი, როცა ცუდ თანამშრომელთან საუბარს გადაწყვეტთ, ღირებულებებს გადახედეთ და შესაბამისი ტაქტიკაც აირჩიეთ.
სხვების შერცხვენა
„ადამიანისთვის სულელის დაძახება ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზაა იმისათვის, რომ ვინმე სულელად გადააქციოთ ან თავი შეაძულოთ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სირცხვილის გრძნობა იშვიათად შთაგვაგონებს, უკეთ მოვიქცეთ“, — ამბობს ბობ სატონი, No Asshole Rule-ის ავტორი.
გამოდის, როცა თქვენს კოლეგას აგრძნობინებთ, რომ ის ცუდი ადამიანია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოახერხოთ. ანალოგიურად ხდება, რთული თანამშრომლების შემთხვევაშიც, დეჰუმანიზაცია მათ თავს კარგად არ აგრძნობინებს. ამის ნაცვლად, ეცადეთ, ყოველ ნაბიჯზე საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ საქმე გაქვთ თქვენს მსგავს ადამიანთან და არა, რობოტთან ან ბოროტმოქმედთან.
იმის იმედი, რომ კოლეგა სამსახურს დატოვებს
თუ ფიქრობთ, რომ სიტუაცია მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როცა თქვენი ცუდი თანამშრომელი სამსახურს დატოვებს, ეს შეიძლება არასწორი იყოს, რადგან ხშირად პრობლემა ორგანიზაციის კულტურაშია… ხანდახან პრობლემა არ არის ინდივიდები, არამედ სისტემები, რომლებიც აღვივებს მტრობას თანამშრომლებს შორის. მათი შეცვლა კი ბევრად რთულია. შესაძლოა, თქვენი ოცნება, რომ ეს ცუდი თანამშრომელი სამსახურიდან წავიდეს, ახდეს, მაგრამ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ კულტურაც შეიცვლება და თქვენც შეეგუებით ამ ჩანაცვლებას. სანაცვლოდ, სჯობს, ჩამოაყალიბოთ სამსახურებრივი ურთიერთობა მასთან, ვიდრე იმის იმედი გქონდეთ, რომ მათი დატოვებით სიტუაცია გაუმჯობესდება.
ყოველთვის შეძლებთ ამ არასწორი პასუხების თავიდან აცილებას? რა თქმა უნდა, არა, რადგან არავინ არის სრულყოფილი, თანაც, ეს არაპროდუქტიული მიდგომები ძალიან მაცდუნებელი და მიმზიდველია. თუმცა გახსოვდეთ, რომ მცირე ნაბიჯების გადადგმაც კი მნიშვნელოვანია გაუმჯობესებითვის.
წყარო: HBR