in

შესაძლოა, ახალი კვლევა რთული დაავადებების მკურნალობაში დაგვეხმაროს

იუტას ჯანმრთელობის უნივერსიტეტის კვლევა, შესაძლოა, იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ რატომ არის საშარდე გზებისა და სისხლის მიმოქცევის ინფექციები სამკურნალოდ რთული ან თუნდაც, როგორ ვმართოთ კიბო და სხვა მეტაბოლური დაავადებები. ამისათვის მკვლევრები დეტალურად აღწერენ მექანიზმს, რომელსაც ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები გარემოსთან შესაგუებლად იყენებს. 

M2
M2

იმის გააზრება, თუ როგორ გადარჩება პათოგენები სტრესულ სიტუაციებში, შესაძლოა, ანტი-მიკრობული წამლებისა და ვაქცინების შექმნაში დაგვეხმაროს, — განმარტავს მეთიუ მალვეი, პროფესორი.

ახლა კი უშუალოდ მექანიზმზე ვისაუბროთ, როცა ბაქტერია მის მასპინძელს აინფიცირებს, ისეთი სტრესის ქვეშ ექცევა, როგორიცაა უკიდურესად მარილიანი ან მჟავიანი გარემო, ან თუნდაც, ანტიბიოტიკები. ეს პათოგენების სიკვდილს მარტივად იწვევს. ხოლო თუ სტრესორი ერთ-ერთ გზას მაინც გაარღვევს, რომელიც ბაქტერიას გადასარჩენად სჭირდება, მთელი სახეობა დაიღუპება. თუმცა ბაქტერიებს ადაპტაციის უნარიც აქვს…

შესაბამისი ინსტრუქციებით კი თითოეული გენი ერთ ცილას წარმოქმნის. ხოლო მოლეკულა, რომელსაც გადაცემის რნმ-ს უწოდებენ, ამ ინსტრუქციებს ცილების წარმოების დასაკვირვებლად იყენებს. ამიტომ, იგი სტრესის დროს უჯრედში ცილების შეცვლის გზაც შეიძლება იყოს. წარმოქმნილი ახალი სასარგებლო ცილები კი ორგანიზმს ძალიან ეხმარება. 

ამ შედეგამდე მკვლევართა გუნდი ფერმენტ MiaA-ს პოვნით მივიდა, რომელიც სტრესისა და ცილის რეგულირების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა. ერთ-ერთ ექსპერიმენტში ფერმენტმა პათოგენური ბაქტერიის ვერსიაც შექმნა, რომელსაც გენი აკლდა… ჩვენ ნამდვილად ვფიქრობდით, რომ იგი გენის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, — აღნიშნავს მეთიუ ბლანგო, კვლევის ავტორი.

საინტერესოა ისიც, რომ MiaA-ს გარეშე ბაქტერიები კარგად არ იზრდებოდა და თაგვებში არც საშარდე გზების ინფექციებსა და სეფსისს იწვევდა. ფერმენტის სწორი რაოდენობა კი სტრესზე ოპტიმალური რეაგირების საშუალებას იძლეოდა, შესაბამისად, ექსპერიმენტიდან მის ამოღებას გარკვეული ჩარჩოების შეცვლაც მოყვა. 

ხოლო კვლევის თანაავტორის, ალექსის როუსეკის მიერ ჩატარებულმა დამატებითმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ MiaA-ს დონის ცვლილება, სავარაუდოდ, ძირითადი მეტაბოლიტების ხელმისაწვდომობასაც შეცვლიდა. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ფერმენტი, პათოგენების სტრესის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მთავარი მოთამაშეც იქნება.

მეტიც, MiaA-ს თვისებების გაგება კიბოსა და მეტაბოლური დაავადებების მართვაშიც დაგვეხმარება. ის, რაც MiaA-ს შესახებ გავიგეთ, კიბოსა და სხვა არაინფექციური დაავადებების კვლევისთვის რელევანტური შეიძლება იყოს, — ამბობს მალვეი.

ბილაინმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში, უკრაინის წითელი ჯვრის მხარდასაჭერად, 100,000 ლარის შემოწირულობა განახორციელა

KFC-მ თავისი ფოტოების ხარისხიანად „მოპარვის“ პლატფორმა წარადგინა