კომპანია BP-ში მტკიცედ სწამთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის შემართება, მიზნისკენ სწრაფვა, მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობაა. ერთია, რომ ბრენდი თავად ცდილობს ყველა ამ მახასიათებლის კომპანიის საქმიანობაში განხორციელებას და მეორე, რომ დიდი სიხარულით ეხმარება სხვებსაც, ვისაც ცხოვრებაში მსგავსი უნარები ამოძრავებს. მაგალითად, პარასპორტსმენი რიჩარდ უაითჰედი, რომელიც ყოველი თავისი გამოსვლით, პირველ რიგში, თავისი შესაძლებლობების ზღვარს აუმჯობესებს და გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითიც ხდება. რიჩარდის დიდი წარმატების უკან, საკმაოდ მძიმე და სევდიანი ისტორია იმალება, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარასტპორტსმენს ეს მაინც არ აჩერებს და მუდამ მეტისკენ ისწრაფის. კომპანია BP-სთვის მსგავსი ადამიანები ნამდვილი აღმოჩენა და შთაგონების წყაროა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბრენდმა სპეციალური ვიდეორგოლის შექმნა რიჩარდის ისტორიაზე.














