in

რეზინი, რომელიც ელექტრო მანქანების ინდუსტრიას უკეთესობისკენ შეცვლის

რეზინი ელექტრო ბატარეეების მუშაობას უფრო უსაფრთხოს და გრძელვადიანს გახდის 

რეზინი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელექტრო იზოლატორია და ამჟამინდელი გამოცდილებით, ელექტრო ბატარეებში მისი გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ გახლავთ. თუმცა ჯორჯიის შტატის ტექნოლოგიური მიმართულების მკვლევრებმა შეიმუშვეს რეზინის ახალი ტიპი, რომელიც ელექტრო ბატარეეების მუშაობას უფრო უსაფრთხოს და გრძელვადიანს გახდის. 

ლითიუმის იონის ელემენტებმა  რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიების განვითარებაში. მან უამრავი მიმართულების წარმოებაზე იქონიაგავლენა – სმარტფონებიდან დაწყებული და ელექტრომობილებით დამთავრებული. თუმცა ლითუმის იონის მეთოდის გამოყენებისას, ყოველთვის არსებობს ხანძრის ან აფეთქების რისკი, როდესაც ბატარეა დაზიანებული ან გადახურებულია. ამის მიზეზი თხევადი ელექტროლიტია, რომელსაც ლითიუმის იონები ელექტროდებს შორის გადააქვს.

მყარ ელექტროლიტს შეუძლია,  ეს რისკები გადაჭრას, მაგრამ მას საკუთარი პრობლემები ახლავს თან. ხშირად ის დამზადებულია კერამიკისგან, რომელიც მყიფე მასალაა. ეს კი გარკვეულ რისკს ქმნის, , რაც მთლიანობაში  გამტარობას აქვეითებს და ელექტროდებს შორის იონების მიმოცვლის პროცესში გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. 

ჯორჯიის მკვლევრების თქმით, მათ ახალ ელასტიკურ მატერიას შეუძლია,გადაჭრას, როგორც თხევადი, ისე მყარი ელექტროლიტის პრობლემები.

რეზინი უშუალოდ არაა ჩართული გამტარობის პროცესში. თუმცა ის ჩამონტაჟებულია გამტარ მატერიასთან, სუქცინიტრილთან ერთად და ქმნის სამ განზომილებიან მექანიზმს, რაც განსაზღვრვს ელექტროლიტის ფორმას და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას. 

ცხადია, ახალი ტიპის ელექტროლიტს   გაუმჯობესებისა და დახვეწის პერსპექტივა აქვს – ჯორჯიის მკველვართა გუნდი იკვლევს ბატარეის მუშაობის დროისა და იონური გამტარობის გაზრდის შესაძლებლობებს. გუნდი ამბობს, რომ ახალი მიგნების მეშვეობით, ელექტრო მანქანებისთვის უფრო უსაფრთხო და ხანგრძლივი გამავლობის ბატარეების შექმნა გახდება შესაძლებელი. 

ასე შეიქმნა ქართული არტიზანული სუნამო VENERA! – KAVEULI-ის კიდევ ერთი ნამუშევარი

5 გზა მენეჯერებისთვის, ორსული თანამშრომლების მხარდასაჭერად