იცოდით, რუბიკის კუბის პოპულარობის მიუხედავად, მისი ამოხსნა დალტონიკებს რომ არ შეეძლოთ? დიახ, 1974 წელს პროფესორ ერნო რუბიკის მიერ შექმნილი კუბი დღესაც იმავე ექვსფეროვანი პალიტრითაა წარმოდგენილი — თეთრი, ყვითელი, წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და მწვანე. ეს კი მიუწვდომელი ფერებია მათთვის, ვინც სამყაროს სხვა ჩრდილებით აღიქვამს… თუმცა ახლა დიზაინერი კიო ტაკანო უნივერსალური ფერების მქონე რუბიკის კუბს გვთავაზობს, რაც მას დალტონიზმის მქონე ადამიანებისთვის მორგებულს ხდის.
„კონკრეტული დიზაინი რუბიკის კუბის გამოყენების საშუალებას ყველას აძლევს, მიუხედავად მათი ფერის აღქმის მახასიათებლებისა“, — ამბობს ტაკანო.
რუბიკის კუბის ახალი ფერების მისაღებად მრავალი კვლევაც ჩატარდა, რომლის შედეგებსაც დიზაინერი უფრო დეტალურად გვიზიარებს:
„მაგალითად, მწვანესა და სტაფილოსფერს წითელი და მწვანე კომბინაციისგან დალტონიკები ძნელად ასხვავებენ. მათთვისაც, ვისაც დალტონიზმი არ ჰქონდა, სტაფილოსფრისა და ყვითლის განსხვავება მაინც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დღემდე გავრცელებულმა ფერთა პალიტრამ კი, შესაძლოა, ჩვენამდე უბრალო კონვენციის გამო მოაღწია“.
ხოლო ტონების საუკეთესო კომბინაციების ძიებითა და მათი გადამოწმებით ტაკანომ ალტერნატიული პალიტრა შემოგვთავაზა, რომელიც თავსატეხის ამოხსნის საშუალებას უკვე ნებისმიერ ადამიანს აძლევს.