in

უხეში მგზავრები, რომლებიც ტრანსპორტში მხეცებივით იქცევიან, არადა „ეს ყველას მგზავრობაა“

დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო დეპარტამენტი, ახალი კამპანიით, ადამიანებს მოუწოდებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უფრო თავაზიანები გახდნენ.

ამის სათქმელად კი, კომპანია ანიმაციის ფორმას ირჩევს და მგზავრებს სხვადასხვა ცხოველის სახით წარმოგვიდგენს.

VMLY&R U.K-ს მიერ მომზადებულ რეკლამაში კუები, აფთრები, ხარი თუ სხვა ცხოველები მეტროში, ავტობუსებსა თუ მათ სადგურებზე გვხვდებიან… ისინი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს და არამარტო, უხეშად ექცევიან, მათ მიმართ გულგრილები არიან და სხვა.

სატრანსპორტო დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 4 ადამიანიდან ყოველი 1, სხვა მგზავრების მხრიდან, ნეგატიურ დამოკიდებულებას განიცდის. კამპანიის მიზანიც სწორედ ესაა – სხვებისთვის ზიანის მომტანი ქცევის შეცვლა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაანალიზებთ ჩვენი ქცევის უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბებს და ეს ანიმაცია ის პატარა გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც თითოეული მგზავრის გადაადგილება ბევრად უკეთესი უნდა გახადოს იმიტომ, რომ „ეს ყველას მგზავრობაა“.

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, რომში „ევრო 2020“-ის გახსნას დაესწროთ

„დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გადის