საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რაგბის თემაზე, საკოლექციო მონეტები გამოუშვა. 5 ლარიანი ოქროსა და ვერცხლის ნომინალები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.

საკოლექციო მონეტები 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება, სადაც ბორჯღალოსნები ასპარეზობას, D ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად დაიწყებენ. დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთნით. ფული ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.

მონეტის ავერსზე ეროვნული ნაკრების ემბლემა და მორაგბეა გამოსახული, რევერსზე – ლელოს სცენა და ორენოვანი წარწერა „საქართველო“/”Georgia”. საკოლექციო ნომინალები 29 აგვისტოდან გაიტიდება.
„მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ჩვენი ონლაინმაღაზიის მეშვეობით“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.
ვერცხლის მონეტის ფასი 75 ლარია. ოქროსი კი, რომელიც სულ 1000 ცალი დაიბეჭდა, 1500 ლარი ეღირება. აქედან ერთი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მამუკა გორგოძეს გადაეცა.












