13
Mar
2019

საქართველოს რაგბის კავშირისა და ვისკი JIMSHER-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

13 Mar 2019

საქართველოს რაგბის კავშირმა და პირველმა ქართულმა ვისკიმ JIMSHER ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმებით განსაზღვრულ სამომავლო გეგმებს შორის პირველი მსოფლიო თასის გათამაშებაა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი პარტნიორის მხარდაჭერით გაემგზავრება.

მემორანდუმს ხელი გოჩა სვანიძემ და ჯიმშერ ჩხაიძემ მოაწერეს

მემორანდუმს ხელი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და JIMSHER-ის დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ მოაწერეს. ღონისძიებას  ეროვნული ნაკრების მორაგბეები ესწრებოდნენ.

ჯიმშერ ჩხაიძის თქმით, დიდი პატივია საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობა და მორაგბეებს დიდ წარმატებას უსურვებს, განსაკუთრებით  ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ტურში, სადაც 17 მარტს, საქართველოს  ნაკრები, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

გოჩა სვანიძემ, ჯიმშერ ჩხაიძეს, ნაკრების წევრების ავტოგრაფებიანი მაისური გადასცა

„კომპანია „ქართველი“, 2016 წლიდან, საქართველოში პირველ ქართულ ვისკის JIMSHER აწარმოებს და აქტიურად უდგას მხარში ქართული ხელოვნების თუ სპორტის არაერთ სახეობას. ახლა რაგბი და მისი მხარდაჭერა კი ჩვენი პრიორიტეტია, წელს ხომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე, იაპონიაში გაიმართება. 2019 წელი JIMSHER-ისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Single Malt-ის (პრემიუმ ხარისხის) ვისკის ქარხანას გავხსნით. ჩვენთვის, ამ სპორტის ქომაგებისთვის, დიდი პატივია ქართული რაგბის მხარდაჭერა. წინ ბევრი კარგი ერთობლივი პროექტი და წარმატება გველის, გულშემატკივარიც ხომ ამ გამარჯვებას ელოდება“, – ამბობს ჯიმშერ ჩხაიძე.

[R]

განხილვა