საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 30 სექტემბრის თამაშზე ფიჯის წინააღმდეგ იბრძოლა. ანგარიში 17:12 ფიჯის სასარგებლოდ დასრულდა. გთავაზობთ დაძაბული თამაშის შემაჯამებელ ვიდეოს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ შეაფასა მსაჯმა თითოეული მხარის მოქმედება.
ფიჯისთან გამართული უმძიმესი ბრძოლის შემდეგ, უელსთან გასამართ დასკვნით შეხვედრას ბორჯღალოსნები სამწუხაროდ მძიმე ტრავმებით ხვდებიან.
„ბორჯღალოსნები“ „დრაკონებს“ 7 ოქტომბერს, ქალაქ ნანტში „სტად დე ლა ბოჟუარზე“ დაუპირისპირდებიან. მატჩი საქართველოს დროით 17:00-ზე დაიწყება.
[R]