in

rugbystore.ge – პირველი ონლაინმაღაზია რაგბის გულშემატკივრებისთვის

პირველად საქართველოში, ქართველი ბორჯღალოსნების გულშემატკივრები რაგბის საგულშემატკივრო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ონლაინ მაღაზიაში შეძლებენ. თიბისი ბანკი რაგბის პოპულარიზაციის მხარდასაჭერად სპეციალურ  ვებგვერდს rugbystore.ge-ს ქმნის, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება სტანდარტული საგულშემატკივრო პროდუქციის გარდა, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ექსკლუზიური კოლექცია შეიძინოს, მათ შორის მაისურები და ბურთები მორაგბეების ავტოგრაფებით და სხვადასხვა სახის აქსესუარი (თერმოსი, ჭიქა, გასაღების საკიდი, საათები, დროშა და ა.შ.)

ონლაინ მაღაზიის პრეზენტაცია რედისონში გაიმართა და მას მორაგბეები, რაგბის კავშირისა  და თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ძალიან ღირშესანიშნავი დღეა.  დღეს გაიმართა  რაგბის ეროვნული ნაკრების  ახალი კვართის,  ასევე რაგბის პირველი ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია. რაგბის ონლაინმაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შევქმენით  და ის პირველი  ონლაინმაღაზიაა, რომელიც მთლიანად სპორტის თემას ეთმობა. რაგბის გულშემატკივრები  ბრენდირებული და რაგბის ატრიბუტიკით აღჭურვილი მრავალფეროვანი  ნივთების შეძენას უკვე ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.  აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის ყველაზე პატარებისთვისაც კი. იქნება ასევე ექსკლუზიური კოლექციებიც, რომელსაც სპეციალურად რაგბის ონალინმაღაზიისთვის ქართველი დიზაინერები შექმნიან.  

თიბისი ბანკი დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა.  რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად  სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას”, -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

რაგბის საგულშემატკივრო  აქსესუარების შეძენა ონლაინმაღაზიაში უკვე შესაძლებელია.

KFC–ის დახმარებით აღმოჩენილი ტელეპათიის უნარი

პატარა ბიჭუნა, რომელსაც მთელი გულით უნდა მარტოხელა მამის ბედნიერება