15
Aug
2016

მართე საკუთარი თავი! – ვიდეო ჩემპიონზე, რომელმაც 28 ოქროს მედალი მოიპოვა

15 Aug 2016

Elit Electronics


წლევანდელი ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, რომელიც 5 აგვისტოდან დაიწყო და 26-მდე გაგრძელდება, არაერთი ამაღელვებელი, ძლიერი და დასამახსოვრებელი ვიდეორგოლი ვნახეთ. რეალურად, რთულია მათგან რომელიმეს განსაკუთრებულად ამორჩევა. თუმცა, მიუხედავად სერიოზული კონკურენცისაა, სოციალურ ქსელებზე დაყრდნობით, მაინც გამოვლინდა ფავორიტი.

 

 

ვიდეორგოლი RULE YOURSELF მოცურავე მაიკლ ფელფსზეა, რომლის დამსახურებებში 28 ოქროს მედალია, მათ შორის ოლიმპიურიც. 31 წლის სპორტსმენისთვის ეს ბოლო ოლიმპიური თამაშები იქნება.

ვიდეო სპორტულმა კომპანია UNDER ARMOUR-მა სარეკლამო სააგენტო Droga5-თან თანამშრომლობით გადაიღო. წუთნახევრიან რგოლში ასახულია ვარჯიშისა და ფიზიკური მომზადების ყველა ის მტკივნეული მომენტი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს დიდ წარმატებას უზრუნველყოფს. ვიდეოს განსაკუთრებულ ეფექტს არაჩვეულებრივ კადრებთან ერთად ძალიან ძლიერი და ზუსტად შერჩეული სიმღერა “The Last Goodbye” ქმნის.

ვიდეორგოლმა სოციალურ ქსელებში გაზიარების თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა.

განხილვა