ამერიკულმა კომპანია “Under Armour”-მა სარეკლამო კამპანია “Rule Yourself”-ისთვის ვიდეო რგოლი გადაიღო, სადაც პირველი აფროამერიკელი პრიმა-ბალერინა, გოლფისტი და NBA-ს კალათბურთელი სტეფან კერი მონაწილეობენ.
იმისათვის, რომ ეჩვენებინათ თუ როგორი აუცილებელია შრომა, სარეკლამო კამპანიაში სპორტსმენები კომპიუტერის საშუალებით გაამრავლეს და მათგან არმია შექმნეს. კამპანიის იდეაც წარმატებისთვის დაუზოგავ შრომას ეხება, რომელიც სპორტსმენების “მშრომელი არმიით” გამოხატეს.











