სპორტული ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდმა “Reebok”-მა ფიტნესის ბოტასების ხაზისთვის “ZPump Fusion” არასტანდარტული სარეკლამო რგოლი წარმოადგინა, რომელშიც კინოთეატრის მაყურებელს სირბილი და ბოევიკის ყურება აიძულა. რეკლამის კრეატიულ კონცეფციაზე სააგენტო “Innored Seoul”-მა იმუშავა.
კინოთეატრისთვის განკუთვნილი რეკლამა “Reebok-მა” ფილმის ყველაზე დაძაბულ მომენტში გაუშვა, როდესაც მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ბევრად უფრო ადვილია. ბრენდმა ეკრანის წინ სარბენი ბილიკი გააკეთა და მაყურებელს აიძულა ერბინა, სხვაგვარად ფილმი არ გაგრძელდებოდა.











