in

ნურასდროს იფიქრებთ სხვების მოლოდინების გამართლებაზე — Adidas-ის ახალი კამპანია

BOG
BOG

Adidas-მა თავისი სარბენი ფეხსაცმელი გლობალური კამპანიისთვის გამოიყენა, რომელიც სირბილის უნივერსალური ძალის დემონსტრაციისკენაა მიმართული. „სირბილს არაფერი სჭირდება შენს გარდა“ — ასეთია კამპანიის მოწოდებაც და ასე ასახავს აღჭურვილობებისადმი დამოკიდებულებისგან თავისუფლებას ასახავს, რათა ვარჯიშის სუფთა სახით ვისიამოვნოთ.

ამავდროულად, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი ფოკუსირებულია ინდივიდზე და ხაზს უსვამს იმას, რომ სირბილი პირადი გამოცდილება უნდა იყოს, ყოველგვარი ყურადღების გაფანტვის გარეშე. „შესრულების ხარისხზე ზეწოლამ ნეგატიური შედეგები მოგვიტანა და ადამიანები საკუთარ თავსა თუ შესაძლებლობებში დააეჭვა, რამაც სირბილისთვის თავის დანებებას შეუწყო ხელი“, — ამბობს ლორენ მაკილროი, TBWA\NEBOKO-ს სტრატეგიის დირექტორი.

„ადიდასის“ ბრენდის კამპანიის უფროსი დირექტორი, ოლე ვესტერჰოლტი კი აღნიშნავს: „მთელი კამპანიის განმავლობაში გვსურს, მორბენალები დავარწმუნოთ, რომ საქმე სხვების მოლოდინების გამართლებას არ ეხება — თუ რამდენად შორს ან სწრაფად გარბიხართ… ეს თქვენი პირადი გამოცდილებაა“.

რომის პაპის პირადი აუდიენცია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან

თქვენი კომპანიის განვითარებას სხვების დახმარებით შეძლებთ