გულის შეტევიდან უახლოესი 6 წუთი გადამწყვეტია. სამწუხაროდ, ავტომატური დეფიბრილატორი (AED) ყოველთვის არაა სიახლოვეს. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, Philips-მა, სააგენტო Ogilvy-სთან ერთად, სპეციალური ინტერაქტიული მაისურები შექმნა. LED ნათურებით გაწყობილი მაისურები GPS-ის საშუალებით უკავშირდება AED-ის რეალურ ადგილსამყოფელს და მის მფლობელს, გადარჩენის წერტილამდე მისასვლელ 6 წუთის დისტანციის შესახებ ამცნობს. კამპანია 2019 წლის ეინდჰოვენის მარათონის ფარგლებში ჩატარდა.