in

გაქცეული პატარძალი, საიდუმლო ჯაშუში და სხვა – აპლიკაცია, რომლითაც ვარჯიში ფილმის სიუჟეტს ემსგავსება

Running Stories ახალი ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც რეალურ დროში მიღებულ მონაცემებს აუდიონარატივის ასაშენებლად იყენებს: ადგილმდებარეობის, ამინდის, დროის, მორბენალის სახელის, ასაკის, გულის ცემის, სირბილის ტემპის… მიხედვით.
აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ივარჯიშოს ამ პროცესის გაცნობიერების გარეშე და თავი თრილერში, მელოდრამასა თუ საშინელებათა ჟანრის სიუჟეტში ამოაყოფინოს: იყოს პატარძალი, რომელიც ქორწილიდან გარბის, საიდუმლო ჯაშუში თუ ადამიანი, რომელიც ღამის ურჩხულებისგან თავის დაღწევას ცდილობს.

თითოეული ამბავი კონკრეტული ადამიანის მონაცემების მიხედვით იწყობა.

ვიდეორგოლზე სააგენტო BBH-მა იმუშავა.

პატარა იბისის, საშობაო მაგიით სავსე, თავგადასავლები

ნახეთ, Wanderlust-ის ვიზუალური ბრენდინგი