in

უახლესი AI მოდელი ვიდეოს გენერირების ტრადიციულ პრობლემებს აგვარებს — Runway Gen-4

M2

Runway-ის გენერაციული AI-ის კომპანიამ ახლახან გამოუშვა უახლესი ვიდეო მოდელი და იგი Gen-4-ის სახელით გაგვაცნო. იმისთვის შექმნა, რომ ნაცნობი თავის ტკივილი დაგვავიწყოს, ანუ შეინარჩუნოს პერსონაჟებისა და გარემოს თანმიმდევრულობა კადრებში. და თუ სიმართლეა ის, რასაც გვპირდებიან, Gen-4 იდეალური ხელსაწყო იქნება კინორეჟისორებისა და შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, რომელთაც უფრო გრძელი, კომპლექსური ნარატივების შექმნა, ტექნიკური კომპრომისების გარეშე, სურთ. 

მომხმარებლებმა სისტემას რეფერენსად სურათები და ტექსტური აღწერილობა უნდა შესთავაზონ, რის შემდეგაც იგი ვიდეოს დააგენერირებს. პერსონაჟებს თავიანთი ვიზუალის სრულყოფილად შენარჩუნება მაშინაც შეეძლებათ, როცა ფონის განათება და პერსპექტივა შეიცვლება. ამგვარად, პერსონაჟი ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლისას თვალის ფერს აღარ შეიცვლის და არსებული ვიდეოს გენერირების ხელსაწყოების პრობლემასაც დაგვავიწყებს. 

Runway-ის უახლესი მოდელი დეტალების გენერირებითაც გამოირჩევა, იქნება ეს წყლის წვეთები, მცენარეების ბუნებრივი მოძრაობები თუ ამინდის ცვლილება. ასე კი ვიდეოებიც მეტად რეალურს დაემსგავსება.

ამასთან, კომპანია Gen-4-ს ყველაზე ხარისხიან მოდელად წარმოგვიდგენს, რომელმაც ასე უკან მოიტოვა Gen-3 Alpha-ც… ამაში კი თავად რომ დავრწმუნდეთ, ახალი მოდელი მრავალი ვიდეოთი ჩაუშვეს, რომლებიც Gen-4-ის შესაძლებლობებს ასახავს:

Gen-4-ის უახლესი მოდელი ამჯერად Runway-ის ფასიანი მომხმარებლებისა და Enterprise-ისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბრენდბუქის მნიშვნელობა ცვალებად ციფრულ სამყაროში

მსახიობობიდან მხატვრობამდე — ნახეთ ჯონი დეპის ახალი ნამუშევარი