in

ახალი AI გენერატორი ნებისმიერ სტილის ვიდეოს ქმნის

veon
veon

როგორც ჩანს, რევოლუციური AI ტექნოლოგიებზე საუბარი თითქმის ყოველდღიურად მოგვიწევს… Runway-ის უახლესი პროგრამა, რომელიც მიუნხენის უნივერსიტეტთან და ხელოვნური ინტელექტის მკვლევრებთან ერთად შეიქმნა, ვიდეო ედიტორს წარმოადგენს, სახელწოდებით Gen-1.

Gen-1-ს შეუძლია, ფოტოების, ვიდეოების ან ტექსტური მოთხოვნის მიხედვით, სასურველი სტილის კომპოზიციები შექმნას. ვებგვერდზე Runway განმარტავს, რომ პროგრამა მარტივად უმკლავდება ვიდეოების შექმნას, რისთვისაც 5 უნიკალურ გზას იყენებს:

  1. Stylization, სადაც სასურველი სტილის არჩევა ხდება
  2. Storyboard — ჩვეულებრივი ობიექტის სტილიზებული რენდერი
  3. Mask — მისი მეშვეობით, რეალურ კადრებს ხელოვნური ანაცვლებს
  4. Render — რომლის დროსაც არატექსტურირებული რენდერები AI-ით სრულდება
  5. Customization — შემდგომი ვიდეო რედაქტირებისთვის

ცხადია, ეს პირველი მსგავსი პროგრამა არ არის, რომელიც კინემატოგრაფისტებთან და ვიზუალური ეფექტების რედაქტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მსგავსი აქტიური განვითარება კი იმაზე მიანიშნებს, რომ შეიძლება, მალე AI პროგრამებით სრულფასოვანი ფილმებიც კი შექმნან.

Paris 2024-ის ვიზუალური იდენტობა ცნობილია

შეცდომების შემდეგ როგორ უნდა დაიბრუნონ ლიდერებმა საზოგადოების ნდობა?