ჩვენ ახლა მშფოთვარე და გულისამაჩუყებელ დროში ვცხოვრობთ, რომელმაც დაგვანახვა, რომ იმან, რაც პრინციპში, ისედაც ვიცოდით, უბრალოდ მიძინებული გვეგონა, გაიღვიძა და ახლა ჩვენს მომავალს წყვეტს.
ბოლო ათწლეულები ისე გავიდა, რომ თითქოს უკეთესობისაკენ მივდიოდით, უფრო მიმღებნი გავხდით და მეტად დავიწყეთ სიყვარულის, თავისუფალი იდეების გამოხატვა, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ პაიკები ვართ ვიღაცის თამაშში.
ამ მძიმე წუთებში უნდა გვახსოვდეს, რომ მოწმენდილი ცის დანახვას ისევ შევძლებთ, ამიტომ ვიფიქროთ იმაზე, რომ კონფლიქტების გადასაჭრელად მალე აღარ იყოს საჭირო სიცოცხლეების შეწირვა. მანამ კი, სანამ ეს მოხდება, შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინას და გავაკეთოთ დონაცია ამ ბმულზე დაწკაპუნებით.
რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ 2014 წლიდან იწყება. ხალხს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს მაშინვე ეშინოდა იმის, რაც შეიძლებოდა ამას გამოეწვია და რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ ორმა მეზობელმა გაამართლა კიდეც ეს შიში. როგორც ნებისმიერ ომში, აქაც უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა იჩაგრება ყველაზე მეტად და აგრესორები საერთოდ აიგნორებენ იმ ფაქტს, რომ მათ, ღმერთმა უწყის, რა იდეებსა და ფასეულობებს, ჩვეულებრივი ადამიანები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც ეწირებიან.
ამ ამბავმა მსოფლიოს ფოკუსი ერთი მიმართულებით შეცვალა და მას ყველა ისე ეხმაურება, როგორც შეუძლია. დღეს ყველანი საერთო აზრზე ვართ და ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი სამყარო იტანჯება, იტანჯება გარკვეული ადამიანების გამო, რომლებსაც სურთ, დაიპყრონ ჩვენი ცხოვრება, რაც არ უნდა ვაქციოთ რეალობად.
Bored Panda აქვეყნებს კოლექციას, რომელიც მიმდინარე დღეებში დაიდო ინტერნეტში. ესაა ხელოვნება, რომელიც უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს ეხმიანება და ვიზუალურად გვაჩვენებს იმ ემოციას, რომლის გამოხატვაც მათ შემქმნელ ხელოვანებს სურდათ. ამ გაურკვეველ დროში, როდესაც არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია, თანაგრძნობა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაზარალდა ამ საშინელი თავდასხმის შედეგად, რადგან ერთად ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ და შეგვიძლია დავასრულოთ ეს. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი სახის მხარში დგომას, რადგან ეს სიყვარულისა და მეგობრობის გამომხატველია და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთიანობა + სიყვარული = მშვიდობას.



























