in

რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გათიშვას გეგმავს

არსებული სიტუაციების გათვალისწინებით, რუსეთმა გარე ინტერნეტზე წვდომის შეჩერება გადაწყვიტა… ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს 11 მარტიდან  “ru” დომენისა და რუსეთის შიდა სერვერის მიღება მოეთხოვება. ამის შესახებ ტვიტერში ინფორმაციას Market Rebellion ავრცელებს. 


გლობალური ინტერნეტქსელი აქტიურად გამოიყენება იმ კანონებისთვის თავი ასარიდებლად, რომლებიც გარკვეულ ქმედებებსა თუ კონკრეტულ ვებგვერდებზე წვდომას კრძალავს. როგორც ცნობილია, რუსეთმა სატესტო რეჟიმში გლობალური ინტერნეტისგან გათიშვა ჯერ კიდევ ივნისისა და ივლისის თვეში შეძლო. მანამდე კი 2019 წელს “სუვერენული ინტერნეტის კანონი” მიიღო. ამბობენ, რომ ეს აშშ-ის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის “აგრესიული ხასიათის” პასუხი იყო. ჩატარებული ტესტების მიზანი კი ინტერნეტის დაბლოკვის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხისთვის მომზადებას უკავშირდება. 

ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის დასაზუსტებლად, მართლა გეგმავს თუ არა რუსეთი 11 მარტიდან გლობალურ ინტერნეტზე დამოკიდებულების შეწყვეტას. თუმცა შანსები ნამდვილად რეალურია.

3 ფაქტორი სანდო ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად

ნახეთ: სათამაშო კონსოლ Game Boy-ს განახლებული ვერსია