ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რით ემუქრება რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი აშშ-ს, მაგრამ ის რაღაცაზე მიგვანიშნებს…
ახალ უცნაურ ვიდეოში, რომელიც სახელმწიფო მედიამ RIA Novosti გამოაქვეყნა, ვხედავთ, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური იშლება, რუსი კოსმონავტები კი მას ემშვიდობებიან. ფიქრობენ, რომ როგოზინის მუქარა სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ტრიალებს. ეს მისგან არც პირველი ქმედებაა, თუმცა ამჯერად მაინც უცნობია, იგი სრულად ISS-ის ჩამოგდებას აპირებს, თუ მხოლოდ მისი რუსული ნაწილის…
კონფლიქტის მიუხედავად, ნასა ურთიერთობის დასტაბილურებას ცდილობს. “ყველა საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ, მათ შორის სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია როსკოსმოსთან, მიზანი კი ISS-ის ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარებაა”, — ვკითხულობთ ნასას განცხადებაში.











