in

რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ტოვებს

veon
veon

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, როსკოსმოსის ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, ქვეყანამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურს ტოვებს. ამის მიზეზად კი უკრაინაში შეჭრის შედეგად ქვეყნის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს ასახელებს — აი, ასე სრულდება გლობალური თანამშრომლობის უპრეცედენტო ეპოქა.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ვალდებული არ ვართ, ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. ამ სანქციების მიზანი რუსეთის ეკონომიკის განადგურება, ჩვენი ხალხის სასოწარკვეთასა და შიმშილის წინაშე დაყენება და ქვეყნის მუხლებზე დაჩოქებაა. გასაგებია, რომ მათ ეს არ გამოუვათ, თუმცა განზრახვა ცხადია“, — ამბობს როგოზინი.

საგულისხმოა, რომ უკრაინაში რუსული კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, როგოზინი აქტიურ „მუქარაზე“ გადავიდა… მას სჯეროდა, რომ ISS-ს რუსული სოიუზის რაკეტების გარეშე ფუნქციონირება გაუჭირდებოდა.

როგორია ბნელი და ჩვეულებრივი მატერიის ურთიერთქმედების პროცესი?

FAST-PETase-ის ფერმენტი პლასტმასის ნარჩენებს საათებში დაშლის