სამმა მსხვილმა საერთაშორისო ნავთობკომპანიის წარმომადგენლებმა — BP, Equinor და Shell საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ისინი რუსული ნავთობის ბიზნესიდან გადიან.
“დამწუხრებული და შოკირებული ვარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. არსებულმა სიტუაციამ გვაიძულა, გადავხედოთ BP-ის პოზიციებს Rosneft-თან მიმართებით”, — აცხადებს ბერნარდ ლონი, BP-ის აღმასრულებელი დირექტორი.
BP რუსეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანია Rosneft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი 30 წლის მანძილზე იყო. იგი კომპანიის 20%-ს, რუსეთის აქციების მესამედს, ხოლო კომპანიის გაზისა და ნავთობის წარმოების ნახევარს ფლობს, ჯამში კი ეს ყველაფერი 25 მილიარდ დოლარს უდრის.
BP-ის პოზიციებს ნორვეგიის ეროვნული ენერგეტიკული კომპანია — Equinor უერთდება. იგი 1.2 მილიარდ დოლარის ინვესტიციებს ფლობს და დღეში, დაახლოებით, 25 000 ბარელი ნავთობის ეკვივალენტს აწარმოებს. რაც შეეხება Shell-ს, იგი რუსეთში არსებული 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს აჩერებს.
მიუხედავად ამისა, ნავთობის სხვა მომპოვებლებს კვლავ აქვთ ღრმა კავშირები რუსეთში, შესაბამისად, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბაზარზე რუსეთის გავლენა მაინც დიდი რჩება. სწორედ ამიტომ, ახლა კომპანიების — ExxonMobil, Total, Engie და Eni-ს მოქმედების დროა. აქვე მნიშვნელოვანია, გერმანიის გადაწყვეტილება Nord Stream 2-ის მილსადენის შეჩერების შესახებ… ფიქრობენ, რომ არსებული სიტუაცია ამერიკის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას დიდ სარგებელს მოუტანს…