in

რუსი მხატვრები და კურატორები ვენეციის ბიენალეს უკრაინის ომის გამო ეთიშებიან

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონი წელს ისეთი არ იქნება, როგორც იგეგმებოდა. მხატვრებმა, ალექსანდრა სუხარევამ და კირილ სავჩენკოვმა, ასევე კურატორმა რაიმუნდას მალაშაუსკასმა კვირას განაცხადეს, რომ ისინი აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას პავილიონში.
სავჩენკოვმა და სუხარევამ სოციალურ ქსელში ერთობლივი პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ ახლა ხელოვნების დრო და ადგილი არ არის:

BOG
BOG

ხელოვნების ადგილი არ არის, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან რაკეტების ცეცხლის ქვეშ, როცა უკრაინის მოქალაქეები თავშესაფრებში იმალებიან, როცა რუსი მომიტინგეები იძულებულნი ხდებიან, გაჩუმდნენ“, – წერენ ისინი.

ნაცვლად იმისა, რომ მათ მაგივრად სხვა მხატვრები და კურატორი შეერჩიათ, რუსეთის პავილიონმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საერთოდ უარი ეთქვა წელს მონაწილეობაზე.

რუსული პავილიონი დახურული დარჩება“, – განაცხადეს პავილიონის ორგანიზატორებმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცალკე განცხადებას აკეთებს მალაშაუსკასი, რომელიც პავილიონის ორგანიზებაზე უარს ამბობს და აღნიშნავს, რომ ეს ომი ემოციურადაც და პოლიტიკურადაც, აუტანელია. აღსანიშნავია, რომ იგი ლიეტუველია, რომელსაც საბჭოთა კავშირი აქვს გამოვლილი, ამიტომ მისი დამოკიდებულება გასაკვირი არაა.

ეს, ხელოვანების მხრიდან, პროტესტის გამოხატულებაა. თანამედროვე ხელოვნების გარაჟის მუზეუმმა, დაწესებულებამ მოსკოვში, რომელიც ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა გახლავთ, ამ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ შეწყვეტს მზადებას ანა იმჰოფის, ჰელენ მარტენისა და საერთაშორისო აღიარების სხვა მხატვრებისთვის მიძღვნილი შოუებისთვის. იმავდროულად, რაგნარ კიარტანსონმა დახურა გამოფენა GES-2 კულტურის სახლში, მოსკოვში, მის დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ბიენალეში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერც თავად უკრაინა მიიღებს, რადგან ვერც პავლო მაკოვი და ვერც მისი კურატორები ვერ აგრძელებენ საპროექტო ნამუშევარს.

თავად ბიენალემ გასულ კვირას გამოსცა თხოვნის წერილი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო დიპლომატიის ჩარევით, შესაძლებელი გახდება უმოკლეს დროში მშვიდობის დამყარება.

Protected: რა შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პლატფორმა WorkWithUs ქართველი ტალანტებისთვის

ArtUp – NFT Georgia “უკრაინა და ომის” თემატიკაზე დიდ კოლექციას ქმნის!