ტექსტის აქვს ხასიათი, ტონი, განწყობა და ეს მხოლოდ მისი შინაარსის გამო არ ხდება. სათქმელს გადმოგვცემენ შრიფტითაც. სწორედ ამიტომ, გრაფიკოსი დიზაინერები მას განსაკუთრებული სიფრთხილით ირჩევენ. მათ შორის, რუსლან ბერიძეც – გრაფიკოსი დიზაინერი, დიზაინ-სტუდია More Studio-ს თანადამფუძნებელი. ამ სფეროში 13-წლიანი გამოცდილება მასზე ბევრს გვიამბობს. მის ნამუშევრებს შორისაა „ბორჯომის“ კალენდარი, „ოქტოპუსის“ და „ვისმინოს“ ბრენდინგი, „ლიბერალისა“ და „ცხელი შოკოლადის“ ილუსტრაციები, ჩვენი ქვეყნის შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, სარეკლამო ფესტივალ AD Black Sea-ს ვიზუალები, ანიმაციური ფილმი „ბებო“ და ა.შ. ის AD Black Sea 2017-ისა და Young Lions Georgia 2019-ის ჟიურის წევრი გახლდათ. Spotlight-ის პანელური სესიიდანაც გემახსოვრებათ. ამჯერად, რუსლან ბერიძე, თავის რჩეულ შვიდ შრიფტს გვიზიარებს.
Noto Sans-ს აქვს ლამაზი და აქტუალური ქართული შრიფტი, ყველა ამჟამინდელი ტრენდის გათვალისწინებით.
Amiran – უბრალოდ „ძველებური“, არქაიკული შრიფტია, რომელიც გამოიყურება საინტერესოდ, ცოტა დეკორატიულად და არააკადემიურად, რამაც საინტერესო კონტრასტი შეიძლება შექმნას სხვა აკადემიური ფონტების გვერდით.
Helvetica – არის ყველა დროის კლასიკა, ყველა მისი სხვადასხვა კონფიგურაციებით, რომელიც ყველგან შეიძლება გამოგადგეს.
Space Grotesk-ს აქვს ძალიან საინტერესო “g” “t” და ასე შემდეგ. გამოიყურება ძალიან საინტერესოდ და „მოდურად“.
Uchen – არის სერიფია. მის გამოყენებას ვაპირებ საბავშვო წიგნში, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ.
Syne Extra არის ძალიან აქტუალური და დეკორატიული ფონტი, რომელიც აკადემიური ჰელვეტიკის გვერდით ძალიან სახასითო ვიზუალს ქმნის.
და Inconsolata – იმავენაირად მუშაობსმ როგორც წინა, ოღონდ, არ არის ძალიან სახასიათო.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი