31
Dec
2018

როგორი იყო 2018 წელი? – Saatchi&Saatchi Tbilisi-ის #აზრები

31 Dec 2018

M2


2018 წელი Saatchi & Saatchi Tbilisi-სთვის საინტერესო გამოწვევებით იყო სავსე, დავუმეგობრდით რამდენიმე ახალ კლიენტს და ჩვენთვის აქამდე უცნობ კატეგორიებთან ვიმუშავეთ. გუნდისთვის დიდი გამოწვევა იყო კრეატიული დირექტორის, გვანცა დათუაშვილის, გარეშე მუშაობა. რომელიც გარკვეული ხნით Miami Ad School-ში სანავარდოდ გავუშვით და შედეგად, ორმაგად გადავიტვირთეთ. ამ გაწამაწიაში კი გავარკვიეთ, რომ ყველას ბევრად მეტი შეგვძლებია. ყოველთვის განსაკუთრებით გვიხარია სოციალურ თემებზე მუშაობა. ჩვენი წლევანდელი საყვარელი პროექტი, “ახალი ხილიც”, საქართველოს კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრთან ერთად გავაკეთეთ, ეს ნამუშევარი CSR-ის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ძალიან გაგვიხარდა, რომ ეს პროექტი სხვებსაც ისე მოეწონათ, როგორც ჩვენ და შედეგად წლის დიზაინ სააგენტოების რიგშიც დავწინაურდით.

განხილვა