in

რატომ უყვართ დეველოპერებს Rust-ის პროგრამული ენა?

დღეისათვის Rust დეველოპერებისთვის ერთ-ერთი საყვარელი პროგრამული ენაა, რომელიც მრავალი მიზნის მქონე პროგრამირების თამაშს მნიშვნელოვნად ცვლის… თუმცა, რატომ უყვართ იგი ასე ძალიან? ან რატომ იქნება იგი მნიშვნელოვანი 2023 წელს? ეს მაღალი ხარისხის პროგრამული ენაა, რომელიც უსაფრთხოებისა და მუშაობისთვის არის შექმნილი. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ძალიან პოპულარულია და მას დღეს ბევრი კომპანია იყენებს, რათა მიაღწიოს სწრაფ შესრულებას და უზრუნველყოს კოდების უსაფრთხოება. 

ხოლო სხვა ენები, როგორიცაა, მაგალითად PHP, ძირითადად ვებ საიტების დანერგვისთვის არის შექმნილი მაშინ, როცა Rust ზოგადი მიზნის მქონე ენაა, რომელიც განსხვავებულ ადგილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამასთან, თუ PHP შეზღუდულ ვარიანტებს გთავაზობთ, Rust-ში ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ… ახლა კი, მოდით, ვუპასუხოთ კითხვას — რატომ უყვართ Rust დეველოპერებს?

მეხსიერების უსაფრთხოება

მას შეუძლია მეხსიერების უსაფრთხოება ზედმეტი დანახარჯების გარეშე უზრუნველყოს. ღირებულების სასიცოცხლო ციკლის მკაცრი წესები კი ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი მოქმედი აღარ იქნება, ის ავტომატურად წაიშლება მეხსიერებიდან. 

შესრულება უსაფრთხოების კომპრომისის გარეშე

ადამიანებს სიამოვნებთ კოდების წერა უსაფრთხოებაზე წუხილის გარეშე. Rust კი მეხსიერების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა და ამავდროულად, ყველაზე ეფექტურ პროგრამულ ენას გთავაზობთ.

მარტივი მცდარი შეტყობინებები

Rust გეუბნებათ იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც მარტივი გასაგებია და გაძლევთ მითითებას, სავარაუდოდ, რისი შეცვლა გჭირდებათ. მისი განსხვავებულობა კი სწავლის პროცესს ამარტივებს. 

არაკომერციული და ღია წყარო

ეს უკვე იმას გულისხმობს, რომ Rust-ის ენა ფასიან ვერსიების არასდროს შემოგთავაზებთ და, შესაბამისად, მომავალში გეგმის მოულოდნელ ცვლილებებსაც არ გამოიწვევს. ის ასევე საშუალებას აძლევს დეველოპერების დიდ ჯგუფს, წვლილი შეიტანოს კოდში და შეამოწმოს, რა გააკეთეს სხვებმა.

რა უარყოფითი მხარეები აქვს Rust-ს?

Rust-ის მიდგომის სწავლას ღირებულებების ფლობის თვალსაზრისით, შესაძლოა, დრო დასჭირდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ თქვენ JavaScript-თან ან PHP-სთან გქონიათ შეხება. აქ კიდევ მრავალი ცვლილებაა — ფუნქციების ნაცვლად, მაკროების გამოყენება საერთო ფუნქციონალობის მისაღწევად ან ვექტორების გამოყენება სხივების ნაცვლად, რათა თავიდან აიცილოთ ცვლადი საკითხები. 

ასევე, ხშირად დაგჭირდებათ თქვენი კოდის დანერგვა იმისათვის, რაც მაღალი დონის ენებისთვის მარტივი ბრძანებებია… თუმცა ეს შეგიძლიათ ზოგიერთი გარე რესურსით დაძლიოთ, როგორიცაა, მაგალითად, სხვა დეველოპერების მაკროების გამოყენება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ მეტი კონტროლი გაქვთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სპეციფიკური ფუნქციონალი. 

შედეგად, სრული კოდის დამზადებისთვის საჭირო დრო იმაზე უფრო დიდი შეიძლება იყოს, ვიდრე JavaScript-ის ან PHP-ს შემთხვევებშია. თუმცა ეს დრო გამართლებულადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კოდი იმუშავებს ზუსტად ისე, როგორც გსურთ და თქვენ ამ ენებთან შედარებით, გაუმჯობესებული შესრულებაც გექნებათ. იმაზეც საუბრობენ, რომ Rust-ის ენა ისეთივე სწრაფი შეიძლება არ იყოს, როგორიც სხვა ენებია…

Rust-ის მომავალი

ხოლო იმ სარგებელზე დაკვირვებით, რასაც Rust გვთავაზობს, მისი პოპულარობა 2023 წლისთვის მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. იგი ჭრის პრობლემებს, რომლებიც უკვე წლებია, დეველოპერებს აწუხებთ. ამასთან, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შესრულებას. 

საინტერესოა ისიც, რომ განახლებული ბრენდები Rust-ის გამოყენების გზას ადგანან. Meta კი თავის ინჟინრებს სწორედ ამ ენის გამოყენებისკენ მოუწოდებს. ხოლო Volvo პროგრამით განსაზღვრული მანქანების იდეებს იკვლევს, რათა მოარგოს, დიფერენციაცია მოახდინოს და გააუმჯობესოს არსებული მანქანები. მის განვითარებაში კი Rust-მა დიდი როლი უნდა ითამაშოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2023 წელს Rust ყველაზე პოპულარული პროგრამული ენაც კი უნდა იყოს.

როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ შეხვედრებს? — 5 მეთოდი

გალერია თბილისი SOLO მომხმარებლებს 20%-იან ქეშბექს სთავაზობს